საზოგადოება

ახალი „ლიბერთი“ – ქალების გაძლიერებისთვის

№24

ავტორი: სოფი ლორია 15:00 15.06, 2022 წელი

ლიბერთი
დაკოპირებულია

გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ჩაატარა კონფერენცია – „ზრუნვის ეკონომიკა და ოჯახის მხარდაჭერის გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა“. კონფერენციის მონაწილე და სპიკერი იყო „ლიბერთის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე. 

2019 წლიდან „ლიბერთი“ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანიაა საქართველოში. ბანკის ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანებისა და მათი ოჯახების ცხოვრების გაუმჯობესება. „ლიბერთის“ ინიციატივითა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად უკვე 300-მდე მეწარმე ქალმა ისარგებლა სპეციალური გადამზადების პროგრამით. მომავალში კი კომპანია კიდევ 2 000-მდე ქალის გადამზადებასა და მხარდაჭერას გეგმავს. „ლიბერთის“ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულების 50%-ს, ხოლო მენეჯმენტის 30%-ს სწორედ ქალები წარმოადგენენ. გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ქალს მისცემს შესაძლებლობას, იყოს განათლებული, ძლიერი და დამოუკიდებელი. განათლების ხელშეწყობა და ზოგადად, ცნობიერების ამაღლება „ლიბერთის“ მთავარი პრიორიტეტია.

,,ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით „ლიბერთი“ უკვე რამდენიმე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობასთან. დღევანდელი კონფერენციის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში ქალების მეტი ჩართულობა და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა გახლდათ. მივესალმები კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივ მუშაობას როგორც ქალთა გაძლიერების, ასევე ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკისა და ზრუნვის ეკონომიკის ნაწილში. „ლიბერთი“, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი საქართველოში, მზად არის, მონაწილეობა მიიღოს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროგრესულ და მნიშვნელოვან პროცესებში.“ – ნინო ჩიხლაძე, „ლიბერთის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი