შოუბიზნესი

როგორ გადაურჩა ზურა ბალანჩივაძე ესპანეთის პოლიციას და რატომ „შეურაცხყო გურჯისტანელი კაცი“ ტრანსგენდერმა

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 23.06, 2021 წელი

ზურა ბალანჩივაძე
დაკოპირებულია

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე მონატრებული თავგადასავალია, რომელიც უამრავ მოგონებას გვიტოვებს.

ზურა ბალანჩივაძე: მოგზაურობა ჩემთვის თავისუფლებასა და საკუთარი თავის ძიებასთან ასოცირდება. უცხო გარემოში უკეთ აცნობიერებ საკუთარ უნარებს, საკუთარ თავს ტესტავ და გამოწვევების გამკლავებსაც უკეთ სწავლობ. ძირითადად, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობ, იქ, სადაც კომფორტი და ხელოვნების ცენტრებია. მირჩევნია, მარტო ვიმოგზაურო, რადგან ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. ამის გამო ხშირად ვარ ხოლმე დილემის წინაშე – მოვასწრებ თუ არა კონკრეტულ პუნქტამდე მისვლას?! როცა პირველად ვარ სადმე, შესაძლოა, მანძილი ზუსტად ვერ გავთვალო. მანქანით გასავლელ მანძილებს ხშირად ფეხით ვფარავ ხოლმე. პირადი რეკორდი პარიზში დავამყარე – 54 კილომეტრი გავიარე ერთ დღეში.

– მოგზაურობისას არასდროს დაკარგულხარ?

– დავკარგულვარ, მაგრამ მალევე მიპოვია გზა. უფრო მაშინ ვიკარგები, თუ სულ რუკას ვუყურებ და საკუთარ ორიენტაციას ვაჩლუნგებ, ანუ ბოლომდე ვთიშავ.

– შიშს შეუპყრიხარ სადმე?

– ვენიდან სტამბოლის გავლით ვბრუნდებოდი თბილისში. ჩემს რეისამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი და გადავწყვიტე, სტამბოლის ცენტრში გამესეირნა – დრო რატომ უნდა დამეკრაგა?! აღმოჩნდა, რომ ვენის დროით ვაზროვნებდი და სულ რაღაც, ორ საათში შევცდი (იცინის). ეს რომ გავაცნობიერე, უკვე ავტობუსში ვიჯექი და ცენტრისკენ მივდიოდი. სამწუხაროდ, ავტობუსი არ აჩერებს საკმაოდ შორ ლოკაციამდე და უცებ წინ ვხედავ ძალიან დიდ საცობს. იქ მე ვიბღავლე, ცალკე მძოლს და ცალკე მგზავრებს ვეხვეწე გაეჩერებინათ ავტობუსი. საბედნიეროდ, დაახლოებით, ნახევარი საათის გზაზე ავტობუსის ერთი პატარა გაჩერება ყოფილა და რა თქმა უნდა, ჩამოვხტი. მხოლოდ 90 ლირა მაქვს გადახურდავებული. ტაქსის მძოლს მივვარდი და ვეხვეწები აეროპორტში წამიყვანოს. მართალია, ერთ ენაზე ვერ ვლაპარაკობთ, მაგრამ ვიგებ, რომ 110 ლირას მთხოვს და მე ისევ ვბღავი, რომ მხოლოდ 90 მაქვს. ბოლოს დამთანხმდა. როგორც იქნა, „მოვბღავლდი“ აეროპორტში და ვიგებ, რომ ჩემი რეისი ერთი საათით გადაიდო. მაინც უზომოდ კმაყოფილი ვიყავი, რომ მოვასწარი, ფეხს აღარსად გავადგამ-მეთქი, ვფიქრობდი (იცინის). არც ის იქნებოდა პრობლემა, რომ რეისზე დამგვიანებოდა და მოგვიანებით გამოვფრენილიყავი, მაგრამ პირველად აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში და პანიკა დამეწყო (იცინის).

– სამართალდამცავებთან თუ გქონია უხერხული შეხება?

– ესპანეთში ვიყავი, ანდალუზიის პატარა ქალაქ ნერხაში. რადგან ძალიან მიყვარს სტვენა, გადავწყვიტე, ესპანელებისთვის მეჩვენებინა, როგორ უნდა კარმენის შესრულება. მოვიხსენი ჩემი ჩალის ქუდი და ხელში დავიჭირე. დავიწყე შესრულება და როლში შესულმა თვალები დავხუჭე. ამასობაში მონეტების ჩხრიალი მესმის ჩემს ქუდში და მეც „ვუბერავ“, აღარ ვჩერდები. უცებ ხელს მადებს ვიღაც, შევხტი და შევხედე, პოლიციაა. პასპორტი მაჩვენეო, მეუბნება. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ აქ მკაცრად კონტროლდება ქუჩის მუსიკოსობა. საბედნიეროდ, გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, მეტი აღარ ქნაო. კიდევ კარგი, ის სამევრო–ნახევარი არ წამართვეს და არც დამაჯარიმეს... (იცინის) მაგრამ დამაჯარიმეს ვენაში. მეტროში ბარათის გატარება დამავიწყდა, იქ პირდაპირ შეგიძლია შესვლა და შიგნით უნდა ამოარტყა ბილეთი, რისი გაკეთებაც მე დამავიწყდა და 103 ევროთი დამაჯარიმეს. საკუთარი შეცდომებიდან ბევრს ვსწავლობ (იცინის). მაგალითად, იმას, რომ აეროპორტში არაფერი უნდა ვიყიდო. მით უმეტეს ის, რისი ყიდვაც სხვაგან შეგიძლია. ევროკავშირის ტელეფონის სიმბარათი ვიყიდე ესპანეთის აეროპორტში 90 ევროდ, რომელიც ქალაქში 15 ევრო ღირდა. მაგრამ მეორედ აღარ ვიზამ (იცინის).

– ხალხმა სად გაგაოცა კარგად თუ ცუდად?

– ესპანეთში – ნერხაში. იქ მაცხოვრებელი ყველა ადამიანი ბედნიერი იყო. უდარდელად ცხოვრობენ, მათი ცხოვრების ხარისხი მაღალია და ნაკლები პრობლემა რომ აქვთ, მშვიდები და ბედნიერები არიან. ნაცნობისა თუ უცნობის მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. ცუდს რაც შეეხება, ერთი სასაცილო ამბავი გადამხდა სტამბოლის ევროპულ ნაწილში. წითელი ფარნების კვარტალში მოვხვდი და ძალიან მომინდა გადაღება. ზოგადად, ძალიან მიყვარს მობილური ფოტოგრაფია და ჩუმად ვიღებდი, მაინც არ მინდოდა, რომ დავენახეთ ვინმეს. ამ ქუჩაზე ძალიან ბევრი ტრასგენდერია თავისი ეპატაჟური ჩაცმულობით, რაც ძალიან მაინტერესებდა, რადგან მაშინ საქართველოში ასეთი დოზით არ მენახა. ჰოდა, მეორე სართულიდან ვიღაც ქალი მეძახის, არ ვიცი ტრანსი იყო თუ არა, ვერ გავარჩიე, მაგრამ მეძახის: ჰეი, ბეიბი, ქამონ, ქამ თუ მი! მე მადლობას ვუხდი და ბოდიშის მოხდით, უარს ვეუბნები. არ ნებდება და ისევ მეპატიჟება. ისევ უარი და მეკითხება, საიდან ხარო? მეც ვპასუხობ რომ გურჯისტანიდან. უცებ, ფუო და მოხურა ფანჯარა. აი, მანდ გადამეკეტა (იცინის).

– გარდა კომფორტისა, რის მიხედვით არჩევ ქვეყნებს?

– ხელოვნება მიყვარს ძალიან და ვცდილობ, ის ქალაქები მოვინახულო, სადაც ოპერაა. ძალიან მიყვარს მისი არქიტექტურაც და მუსიკა – თავისთავად. ამიტომ, თეატრებს ვსტუმრობ ხოლმე. მირჩევნია, ჰოსტელში მეძინოს და არა ძვირად ღირებულ სასტუმროში, რადგან იქ მხოლოდ ღამე მივდივარ დასაძინებლად, სამაგიეროდ, სანახაობებით დავტკბე. ნამყოფი ვარ ბერლინის, პარიზის, ბარსელონის, ვენის, ბუდაპეშტის ოპერებში.

– თბილისში ყველა მიეჩვია შენს სტილს. თუმცა ხალხს თავიდან სხვა საუკუნიდან ან ფილმიდან ეგონე. იქ აქვთ ხოლმე რეაქცია?

– კი, ერთხელ ოპერაში დირიჟორი ვეგონე ხალხს (იცინის). ბერლინში წავიღე ჩემი თანამედროვე ტანსაცმელი, კაბაშარვლის ტიპის ბრიჯი, ხალათის მსგავსი თხელი მოსაცმელი და იქაც კი ცოტა ისე მიყურებდნენ. ლონდონში კი ჩემი ბაფთებით რომ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ იქ ზურიუსი მარტო არ იყო (იცინის).

– ბევრისთვის მოგზაურობა სასიყვარულო თავგადასავლებთანაც ასოცირდება.

– კი, სექსუალური თავგადასავლებიც მქონია, მაგრამ თავიდანვე გარკვეული ამბავია, რომ მხოლოდ ერთდღიანი ისტორიაა და პერსპექტივებს არ განვიხილავთ. უბრალოდ, იქ ეგეც რომ გასინჯე – ეს თემაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი