რელიგია

უფლის გზაზე

№25

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 02.07, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

სიძუნწე

საწყალს ბევრი გასაჭირი აქვს, მფლანგველს – უფრო მეტი, ხოლო ძუნწი ყველაფერში ნაკლულოვანია.

***

რა სიმდიდრესაც უნდა ფლობდეს ძუნწი ადამიანი, ყველაზე ღარიბია, რადგან ყველაფერი მხოლოდ თავის საკუთრებად სურს, თითქოს არაფერი ჰქონდეს.

***

ადამიანი, რომელიც ფლობს საგანძურს და სიძუნწითაა შეპყრობილი, რაც მას ბორკავს და, თითქოსდა, ართმევს და ანადგურებს მის საგანძურს, განა იმ გლახაკზე საცოდავი არაა, რომელსაც აქვს ძალა და თავისუფლება, განაგოს და გამოიყენოს თავისი მწირი ქონება.

***

სიმდიდრე მხოლოდ მაშინაა კარგი, როდესაც მისით კარგად სარგებლობენ. ძუნწი არ იყენებს ასეთ გამოსაყენებელს, რადგან მის სიმდიდრეს არ მოაქვს მისთვის სარგებელი.

***

ძუნწისთვის ისევე არ არსებობს ის, რაც მას აქვს, როგორც ის, რაც მას არ აქვს.

***

ძუნწი აგროვებს მხოლოდ იმისთვის, რომ შეაგროვოს. იგი არ იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს, იგი უარს ეუბნება თავის თავს მათზე.

***

ძუნწ ადამიანებს მთელი სამართლიანობით შეიძლება, ეწოდოთ საზოგადოების მტრები და ახლობლების მძარცველნი.

***

როდესაც ძუნწი თავადაა საკუთარი თავის მტერი, მაშინ განა შეიძლება, იყოს ვინმესთვის კეთილი და სასარგებლო?

(ზირ. 14,5)

***

ვინც ჩაცმულს აშიშვლებს, მას მძარცველს უწოდებენ; ხოლო ვინც შიშველს არ აცმევს, თუმცა კი შეუძლია ამის გაკეთება, ღირსია კი იგი რაიმე სხვაგვარი სახელისა?

***

ძუნწმა მონეტის გამოჭედვა და ნამდვილი მონეტის ყალბისგან განსხვავება იცის, მაგრამ იგი სრულიად ვერ შეიცნობს ძმის გაჭირვებას.

***

ძუნწს უკიდურესად ახარებს ბოროტების აყვავება, მაგრამ იგი ითვლის, გლახაკის რამდენი ხვნეშა ახლავს მას.

***

ძუნწს ერთი ფრაზა აქვს დაზეპირებული: „არ მაქვს, არ მოგცემ, რადგან თავად ღარიბი ვარ“. ნამდვილად, შენ ღარიბი ხარ და ყველა სიკეთით გაღატაკებული, გლახაკი ხარ სიყვარულით, გლახაკი ხარ კაცთმოყვარეობით, გლახაკი ხარ ღვთის რწმენით, გლახაკი ხარ მარადიული სასოებით.

***

ვიდრე ძუნწი ცოცხალია, არაფერს კარგს არ აკეთებს. მხოლოდ მაშინაა მისგან სიკეთე, როდესაც მოკვდება. მისი სიმდიდრე, რომელიც მანამდე ტუსაღი იყო, სინათლეზე გამოდის.

***

მდიდარი ძუნწი მსგავსია ზუსტად იმ ცხოველისა, რომელიც უსარგებლოა თავისი ცხოვრების განმავლობაში და სასარგებლო ხდება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი