რელიგია

უფლის გზაზე

№51

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 31.12, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მნიშვნელოვანია სხეულის ჯანმრთელობა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობა და იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც სული აღემატება სხეულს.

                                                                                                                                წმიდა იოანე ოქროპირი

***

ფიზიკური სნეულებები სულიერს განწმენდს.

სქიმმონაზონი მაკარი

***

ო, ავადმყოფობა მწარე, მაგრამ ჯანმრთელი წამალია! როგორც ხორცის სიმლაშე და თევზის სიმყრალე საშუალებას არ აძლევს მატლებს, რომ ისინი ჩაისახონ, ასევე ყოველგვარი სნეულება ჩვენს სულს ლპობისგან და სულიერი გახრწნისგან იცავს და არ ძლევს საშუალებას ვნებებს, როგორც სულიერ მატლებს, ჩაისახონ ჩვენში!

წმიდა ტიხონ ზადონელი

***

თუ ავადმყოფობა შეგიპყრობს, სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები და სულით ნუ დაეცემი; არამედ მადლობა შესწირე უფალს, რომ იგი ცდილობს, ამ სნეულებით სიკეთე მოგანიჭოს!

ამბა ისაია

***

რას არგებს სხეულს თუ თავად ჯანმრთელია, მაგრამ სულია სუსტი და უძლური?!

***

ფიზიკური ჯანმრთელობა დროებითია, სულიერ ჯანმრთელობაში კი მთელი მარადიული ცხოვრების სინდისია ჩადებული.

***

უმჯობესია, მთელი ეს ცხოვრება სხეულით იყო ავადმყოფი, მაგრამ სულით ჯანსაღი, ვიდრე სხეულით ჯანსაღი იყო და სულით – არაჯანმრთელი.

***

სხეულისთვის ავადმყოფობა მწარე სასმელია, სულისთვის კი – მაცხოვნებელი მკურნალობა!

***

იშვიათად არის ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული, უმეტესწილად იგი უძლურშია.

***

სხეულის სიჯანსაღე ადამიანს უღებს კარს მრავალი ვნებისა და ცოდვისაკენ, სხეულის უძლურება კი მას უხშობს.

***

ავადმყოფობისას ვგრძნობთ, რომ ადამიანის ცხოვრება ყვავილს ჰგავს, რომელიც თითქმის მაშინვე ჭკნება, როგორც კი გაიფურჩქნება; ღრუბელს, რომელიც იქსაქსება და კვალს არ ტოვებს; რომ ჩვენი დღეები ჩრდილივით ქრებიან, რომ ჩვენი სხეული ჭკნება მინდვრის ბალახივით; რომ თუნდაც ყველაზე ძლიერი ადამიანის ცხოვრება მხოლოდ ერთი ამოსუნთქვაა, რომ ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად იგი მოკლდება და რომ მისი პულსაცია, ქანქარას დარტყმის მსგავსად, აახლოებს მას უკანასკნელ საათს, რომელიც თითქმის ყოველთვის ისეთ წამს ჩამოჰკრავს, როცა მას ჰგონია, რომ ამ დრომდე ჯერ კიდევ ადრეა.

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი