რელიგია

უფლის გზაზე

№41

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.10, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ჯადოზე

ჯადო არსებობს და საშინელი ძალითაც მოქმედებს. მას შეუძლია, ურწმუნო ადამიანები თოჯინებივით ათამაშოს.

***

ხშირად ურწმუნო ადამიანი მრავალი წელი იტანჯება ავადმყოფობითა და სხვადასხვა გაჭირვებით და არ იცის, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ჯადოს მიზეზითაა.

***

როცა ჯადოს მიზეზით უხილავი ბოროტი სული ადამიანს დაეპატრონება, პირველად გონებას წაართმევს, ხასიათს უმძიმებს და თანდათანობით თვითმკვლელობამდე მიჰყავს.

***

ჯადოს ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს ყველაფერი რომ ჰქონდეს, რაც ათასობით ადამიანს ენატრება, ამას მისთვის არავითარი ფასი არ აქვს. ყველაფერს შეელევა, ოღონდ დაუბრუნდეს ადრინდელი ხასიათი და გუნება-განწყობა.

***

მკითხავებში სიარული ჯადოს ზეგავლენას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს და მერე ექიმების წამლებიც ვერ შველის ამ მდგომარეობას. გამოსავალი მხოლოდ ერთია: ეკლესია, მოძღვარი და მოძღვრის ლოცვა-კურთხევის შესრულება.

როცა სახლში ჯადოა

თუ იციან ან ეჭვი აქვთ, რომ სახლში ჯადოა, უნდა მოიყვანონ მღვდელი. მღვდელმა უნდა წაიკითხოს სპეციალური ლოცვა „სახლსა ზედა შეგრძნებულისასა“ და ასე აკურთხოს სახლი. მღვდელმა ეკლესიიდან კი არ უნდა მიიტანოს ნაკურთხი წყალი, არამედ მცირე აიაზმა ადგილზევე უნდა აკურთხოს და ეს წყალი ასხუროს იქაურობას. ჩვეულებრივი სახლის კურთხევის ლოცვა ვერ განაგდებს ჯადოს. ხოლო თუ ჯადო არ არის, მაშინ სახლი ჩვეულებრივი წესით იკურთხება.

ჯვარზე

ჯვარი ყოველთვის უნდა გვეკეთოს. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ის გულიდან მოვიხსნათ, თუნდაც, ცურვა, ბანაობა, ცოლქმრული ურთიერთობა და სხვა.

***

ჯვარი ყოველ წუთსა და წამს გვიცავს ბოროტისაგან. თითოეულმა ადამიანმა თავის სახელზე ნაკურთხი ჯვარი უნდა ატაროს.

***

აუცილებელია, ყოველ ნივთს, გვაწვდიან თუ ჩვენით ვიღებთ, ჯერ ჯვარი გადავისახოთ, შემდეგ კი ავიღოთ. განსაკუთრებით სასმელ-საჭმელს, რადგან ჯადოს მავნებლობა უმეტესად ამ გზით ვრცელდება.

როგორ შევძლოთ მტრისთვის ლოცვა

ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, იმით დაიწყე, მაგალითად, შენი შვილებით. როდესაც მათთვის ილოცებ, შემდეგ ილოცე ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის, შემდგომ ყველა თქვენგანის ირგვლივ მყოფი მეზობლებისათვის. დალოცე ის ქალაქი, სადაც ცხოვრობ. თბილისი ხომ მარტო არ არის, დალოცე ყველა მცხოვრები, რომელიც საქართველოშია. საქართველო ხომ მარტო არ არის, სთხოვე ღმერთს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა არ იყოს, ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, ერთი მტერიღა დაგრჩა. იმასაც ნუ გამოტოვებ, ღმერთს სთხოვე, აავსოს მისი გული სიკეთითა და გონება-სიბრძნით, ხომ ხედავ, თურმე, შეგძლებია, მტრისთვისაც ილოცო.

წმიდა მამა გაბრიელის

სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი