რელიგია

უფლის გზაზე

№29

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 31.07, 2021 წელი

დემონებით შეპყრობილი
ადამიანები
დაკოპირებულია

ღირსმა თეოდორე სტუდიელმა პატრიარქთან გაწყვიტა ურთიერთობა, მაგრამ ამისთვის კი არ აღიარეს იგი წმიდანად, არამედ თავისი უმწიკვლო ცხოვრების გამო. ეს ეხება აგრეთვე წმიდა ალექსი ღვთის კაცს, რომელმაც ქრისტეს სიყვარულის გამო მიატოვა ცოლი, წმიდა ეპიფანეს, რომელიც კონსტანტინოპოლში ასრულებდა ხელდასხმის ადგილობრივი ეპისკოპოსის – მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის სურვილის წინააღმდეგ. მიუხედავად ასეთი ქმედებებისა ამ ადამიანებმა წმიდანობას მიაღწიეს. აშკარაა, უფალი მათ ცხოვრებას მთლიანად განიხილავდა, დამოუკიდებლად იმისა, თუ მათ, როგორც ადამიანებმა, სად დაუშვეს შეცდომა, რაც შემდგომ, უეჭველია, შეინანეს.

მღვდლობის შესახებ

ბერის ერთ-ერთი სულიერი შვილი მოგვითხრობს:

– ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მამას, ჩემი ვაჟი მღვდელი გახდება-მეთქი. მამა არ იყო ეკლესიური ადამიანი, ჩემი სიტყვები სერიოზულად აღიქვა და გაბრაზდა და დაიფიცა, რომ ამას არ დაუშვებდა. მე ძლიერ განმაცვიფრა მისმა ასეთმა შეხედულებებმა და მამა ეპიფანეს ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. მან მირჩია შემდეგი:

– დედის, დებისა და ჯერ სხვა ნათესავების თანდასწრებით უთხარი მამაშენს: „რაკი მღვდლებს არ სწყალობ, მაშინ მეც ჩემი მხრიდან გიცხადებ, რომ როცა მოკვდები, დასაფლავებაზე მღვდელს არ მოვიწვევ.“

ეს მამაჩემმა გაიგონა თუ არა, დაიბნა და უკან დაიხია:

– რა ვიცი, კაცმა რომ თქვას, მე სულ სხვა რამ მქონდა მხედველობაში.

***

– შვილნო ჩემნო, ეპისკოპოსად გახდომის სურვილი – ეს მძიმე სენია, – ხაზგასმით ამბობდა მამა ეპიფანე, – ცოტა ხნის წინ ერთი არქიმანდრიტი მეუბნებოდა, რომ თავს ხელმოცარულად მიიჩნევს, რადგან ეპისკოპოსი ვერ გახდა.

– რა უნდა გითხრა, მივუგე მას, – ჩემი აზრით, შენი სიტყვები მკრეხელობაა. თუ გჯერა იმისა, რომ ამ შენს ხრწნად ნაწილებს სხეულისას, – და ხელებზე მივუთითე, – შეუძლია, აიღონ პური და ღვინო და სულიწმიდის მოხმობით ისინი ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდააქციონ, თუ ფიქრობ, რომ მონიჭებული გაქვს ძალაუფლება, ნათლისღების საშუალებით ადამის მოდგმა ქრისტეს ჯვარზე სიკვდილისა და აღდგომის თანამონაწილედ გახადო, თუ მიგაჩნია, რომ გაქვს უფლება, ყველაზე დიდ ცოდვილს თავზე დაადო ეპიტრაქილი, დაასხა ხელნი და თოვლივით განსპეტაკებული სულით გამოუშვა სააღმსარებლოდან, მაშინ როგორ შეგიძლია, ყოველივე ამის შემდეგ თავი ხელმოცარულად მიიჩნიო? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ მიტრა არ გახურავს? უფალმა შეგვინდოს!

სახელმწიფოს მოტყუება

– გერონდა, რადგან ახლა მე დაზღვვის პოლისი არა მაქვს, ექიმმა გამოძახება მამაჩემის პოლისში აღნიშნა და წამლებიც იქ გამოწერა. ცუდად მოვიქეცი?

– წადი და მამაშენის პოლისიდან ამოშალე, რაც ჩაწერეთ, ექიმს კი გადაუხადე გამოძახებისა და წამლებისთვის. თუ ეს შეუძლებელია, წადი და შენ მიერ დაზოგილი ფული ღარიბებს დაურიგე.

– მაგრამ...

– ახლავე გააკეთე ეს!

***

მამა ეპიფანეს ერთ-ერთი სულიერი შვილის სამუშაო ფოსტით მართლმადიდებლური ჟურნალის დაგზავნა იყო. როდესაც მორიგ ნომერს თავის მშობლებს უგზავნიდა, რომლებიც ხელმომწერები იყვნენ, ის, ჩვეულებისამებრ, მათთან გასაგზავნ წერილსაც ჩადებდა ხოლმე ჟურნალში, რათა მარკის ფული დაეზოგა. როდესაც ეს მამა ეპიფანეს უამბო, მან მკაცრად უთხრა:

– ასეთი საქციელით შენ სახელმწიფოს ატყუებ! იყიდე იმდენი მარკა, რამდენჯერაც მოიქეცი ასე და დახიე ისინი!

***

მამა ეპიფანეს ერთ-ერთი სულიერი შვილის სახლში მრიცხველის მოკლე ჩართვა მოხდა, რის შედეგადაც ის დენს აღარ აღრიცხავდა.

– გერონდა, ცოდვაა, რომ სინათლის ფულს არ ვიხდი?

– რა თქმა უნდა, შვილო ჩემო! დაუყოვნებლივ შეატყობინე მის შესახებ ენერგოზედამხედველობას.

ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი