რელიგია

თავისუფლება და მონობა

№3

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.01, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

„რატომაა, რომ ჩვენს არსებაში იმთავითვე უცოდველობა არ ჩაიდო? იმიტომ, რომც მოგვენდომებინა, ცოდვის ქმნა რომ არ შეგვძლებოდა?“ - სწორედ იმიტომ, რომ შენ მაშინ კი არ ხედავ მსახურის გამოსწორებას, როცა შებოჭილი გყავს იგი, არამედ მაშინ, როცა ხედავ, რომ ნებაყოფლობით ასრულებს თავის მოვალეობებს!

* * *

ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანად არ ქცეულა, იმას კი არ აკეთებს, რაც უნდა, არამედ იმას, რაც არ უნდა - იგი თავისი ვნებების მონობაშია!

* * *

ჭეშმარიტი თავისუფლება ქრისტიანული თავისუფლებაა - შინაგანი თავისუფლება, და არა - გარეგნული; ზნეობრივი და სულიერი, და არა - ხორციელი; მუდამ კეთილის მოქმედი და არასდროს - მტანჯველი; რომელსაც შეუძლია, ქოხში იცხოვროს ისევე მოხერხებულად, როგორც დიდებულთა და სამეფო სახლებში, - სადაც ხელქვეითი ხელქვეითად რჩება და მბრძანებლის დარად ყოველგვარი სიკეთით სარგებლობს. ის თავისუფლებაა, რომელსაც ვერც ბორკილები შეზღუდავს და ვერც - საპყრობილე, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ ქრისტიან მარტვილებაში!

* * *

ჩვენი სურვილები იგივეა, რაც - პატარა ბავშვები, რომლებიც სულ შეწუხებულნი არიან და განუწყვეტლივ ითხოვენ დედისგან ხან ერთს, ხან - მეორეს და არასდროს არაფერი აკმაყოფილებთ. რაც უფრო მეტად უთმობ მათ, მით უფრო აბეზარნი ხდებიან.

* * *

როგორც შიმშილით აღძრული ადამიანი მადიანად ილუკმება, მწყურვალე - ხალისით სვამს, შრომით გათანგული - ხალისით ისვენებს; ასევე ხდება ადამიანის აღორძინებულ სულიერ ცხოვრებაშიც. ღვთისმსახურები მას (უფალს) ხალისით ემსახურებიან, ხოლო მისი (უფლის) ნება მათ სურვილებს შეადგენს, როგორც ამბობს თავად იესო ქრისტე: „ჩემი ჭამადი არს, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისა“ (იოანე 4,35).

* * *

ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ კანონის ფარგლებშია და უმაღლესი თავისუფლება მთლიანად უფლის ერთგულებაში მდგომარეობს.

* * *

მონობა უნდა ეწოდოს თავაწყვეტილობას და სამარცხვინო მონობა იმას - როცა ადამიანი ფეხქვეშ თელავს ღვთაებრივ კანონებს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი