რელიგია

სულიერი სნეულებანი, დემონური გავლენა და სიწმიდე

№20

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 28.05, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

– ბევრი ქრისტიანი ამტკიცებს, რომ სულიერ დაავადებათა მიზეზი არის დემონური ზემოქმედება და ამის საფუძველზე უარს აცხადებენ ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებაზე. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

– სულით დაავადებულთა უმნიშვნელო ნაწილს, მართლაც, შეადგენენ ბოროტი ძალით შეპყრობილი ადამიანები. სულით ავადმყოფთა უდიდესი უმრავლესობა კი სულაც არ არის ეშმაკეული და მათი ფსიქიკური დაავადებების გამოვლენა საერთოდ არ უკავშირდება დემონურ ენერგიებს.

– კონკრეტულ სიტუაციაში როგორ გავიგოთ, ეშმაკეულთან გვაქვს საქმე თუ არა?

– ეშმაკეულია თუ არა, ამას ეკლესია ადგენს ავადმყოფის ქცევის მიხედვით წმიდა საიდუმლოთა მიმართ: იღებს თუ არა ღვთაებრივ ზიარებას, ამბობს აღსარებას ან როგორ იქცევა სახარების, პატიოსანი ჯვრის, წმიდა ნაწილებისა და წმიდა ხატების, საერთოდ, სიწმიდეთა წინაშე.

***

– მე ერთმა მამამ მიამბო, რომ იქ, სადაც წმიდა გერასიმე კეფალონიელის წმიდა ნაწილები ინახება, ერთ ეშმაკეულს, რომელიც პირქვე იწვა და ვერაფერს ხედავდა, ზურგზე დაადეს წმიდა წერილი და ხატი, რათა მის ავადმყოფობაში დარწმუნებულიყვნენ. მან მყისვე დაიწყო იატაკზე თავის ხლა. როდესაც სხვა წიგნი და ნივთი შეახეს – ეს არ მომხდარა.

– არსებობს თუ არა წმიდანებში ნერვული მოშლილობის შემთხვევები?

– მაგალითად მოვიყვანთ დედათდიაკონ ოლიმპიადას. მისი სულიერი მამის, იოანე ოქროპირის გადასახლების შემდეგ, იგი დაითრგუნა და დაბეჩავდა. მღვდელმთავარი თავისი წერილებით ამხნევებდა მას და ახსენებდა, რომ ქრისტესთვის ყველა დევნილს საღვთო მისაგებელი მიეგება.

ეპილეფსია და ეშმაკეულობა

– არიან თუ არა ეპილეფსიით დაავადებულნი ეშმაკეულები?

– ყველა არა. ბევრი იტანჯება თავის ტვინის ფუნქციის მოშლით, რაც იწვევს კრუნჩხვებს, სიყრუეს, სიმუნჯეს და ასე შემდეგ. ეს მოვლენები კი ისეთივე გარეგნულ გამოხატულებას პოულობს, როგორიც სახარებაში ნახსენებ ეშმაკეულებს ახასიათებდათ.

ეშმაკეულთა განკურნება

– რატომ მოახდინა ქრისტემ ამდენი სასწაული ეშმაკეულებზე?

– იმიტომ, რომ წარმოეჩინა უფლის ძალის უპირატესობა უწმინდურ სულებზე და ადამიანებს ერწმუნათ ქრისტე, ასეთი სასწაულები ნამდვილად საკმაოდ მრავლადაა. სავარაუდოდ, იმ ეპოქაში, ღმერთის დაშვებით, ეშმაკს ადამიანებზე თავდასხმა უფრო ხშირად შეეძლოთ. თუმცა, შესაძლოა, მაშინაც იმდენი ეშმაკეული იყო, რამდენიც ნებისმიერ სხვა ეპოქაში.

ბრძოლა სიკვდილამდე

– გერონდა, რატომ უნდა აღმოუჩინოთ საექიმო დახმარება მძიმე ავადმყოფებს, მაგალითად, კიბოთი დაავადებულებს ან ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი და სრულიად დამბლადაცემულნი დარჩნენ? – იყო ექიმის შეკითხვა:

– შვილო ჩემო, მე ყოველთვის მომწონდა მედიცინის განმარტება, როგორც მეცნიერებისა, რომელიც ებრძვის სიკვდილს და ზრუნავს სიცოცხლის გახანგრძლივებაზე…

რა ვიცით, ეგებ რომელიმე მათგანი მოვიდეს გონს, შემობრუნდეს ჭეშმარიტებისკენ და შეინანოს. გარდა ამისა, სახლეული, რომელიც მას ამხნევებს და უთანაგრძნობს, იწვრთნება მოთმინებაში, შეიცნობს ამსოფლიურ ამაოებას, ფიქრობს სიცოცხლესა და სიკვდილზე – მათ ამგვარად ეძლევათ საშუალება, ისწავლონ თანაგრძნობა, სიყვარული… ასეთი ავადმყოფის სიცოცხლეს მათთვის ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს.

ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი