რელიგია

რწმენა, რელიგია, ქრისტიანობა

№19

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.05, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ურწმუნოება გვიკარგავს ჩვენი დღევანდელი ქონების რაოდენობის ნახევარს და ამით ხელიდან მიგვდის მიწა-წყალი, ნიადაგი, ტერიტორია. ამით სუსტდება, ქრება, ისპობა ჩვენი ენა, დნება, ილევა და საბოლოოდ ნადგურდება ჩვენი თავისებურება, სასურველი გავლენა სხვებზე და საკუთარი ღირსების შეგნება.

***

ერთი ხუცესი ალექსანდრიის სიახლოვეს იმყოფებოდა, ურწმუნოთა გარემოცვაში, რომლებიც მის მიმართ ბოროტსიტყვაობას არ დასჯერდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ. როდესაც დაცინვით ეკითხებოდნენ: „რა გაგიკეთათ ასეთი არაჩვეულებრივი ქრისტემ?“ მან უპასუხა: „ის, რომ მე არ აღმაშფოთებს და არ შეურაცხმყოფს არც ეს და არც ამაზე უმეტესი წყენა, რომელსაც მომაყენებთ!“

***

ფილოსოფიაც, თავისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით, მიისწრაფოდა ზნეობრივი ადამიანის სრულყოფისაკენ, მაგრამ მისმა მისწრაფებამ მიზანს ვერ მიაღწია და ვერც ვერასდროს მიაღწევს, ვინაიდან ფილოსოფია თავისი ზნეობრიობის წესების ვერანაირ გარანტიას ვერ იძლევა: ის სიყვარულის, მოთმინებისა და სხვა სათნოებათა ღვაწლისთვის არ გვიჩვენებს და არ გვანიჭებს იმ გვირგვინებს, როგორსაც მოიპოვებს რელიგიის ჭეშმარიტი აღმსარებელი, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების მწუხარებებშიც იგემებს მომავალ, ნეტარ ცხოვრებას, მას რომ ელის.

***

უეჭველია, კაცობრიობა ვერასდროს შეძლებდა, ეცხოვრა ისე, რომ არ ჰქონოდა გაგება ღვთის, სულის უკვდავებისა და მომავალი ცხოვრების სამსჯავროს შესახებ; მაგრამ ქრისტიანობის გარეშე ამ ჭეშმარიტებათა შესახებ ცნებები განუსაზღვრელი, არამყარი, არასრული იყო ვნებათა დამანგრეველი ზემოქმედების გამო, ვინაიდან მათგან არაფრით იყო დაცული, და ისინი ნელ-ნელა ყველაფერს თავისებურად გარდაქმნიდნენ. ამ ცნებებს იგივე დაემართა, რაც გლავკის ქანდაკებას, რომლის შესახებაც პლუტარქე გვიამბობს: ზღვის ნაპირზე მდგარი ტალღებმა ისე გამოხრა, რომ გამოსახულება აღარც კი ეტყობოდა და რაღაც უსუსურ ქვას დაემსგავსა.

***

რაოდენი სიდიადეა ქრისტიანულ რელიგიაში! აი, მისი არსის უმოკლესი გადმოცემა: დროის დასაბამამდე სიტყვა იყო ღმერთთან: დროის დასაბამს სიტყვამ შექმნა სამყარო; დროთა განმავლობაში სიტყვა განკაცდა ჩვენი ცხონებისთვის, უკანასკნელ ჟამს განკაცებული სიტყვა, ღმერთკაცი იესო ქრისტე განსჯის ადამიანებს, და დარჩება ისევე, როგორც სამყაროს შექმნამდე იყო – მარადისობა.

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი