რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№6

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.02, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რატომ აღინიშნება სხვადასხვა წმიდანის ხსენების დღეები წელიწადში რამდენჯერმე? მაგალითად, წმიდა თამარის, წმიდა ანას, წმიდა გიორგის და ასე შემდეგ?

 

პასუხი: ჩვენი სათაყვანებელი ზოგიერთი წმიდანის ხსენების დღეები წელიწადში მართლაც რამდენჯერიმე აღნიშნება, რადგან ეს დღეები მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოვლენას უკავშირდება. ზოგადად, ყველაზე გამორჩეულად აღინიშნება წმიდანთა გარდაცვალების დღეები, თუმცა მათ დაბადების დღეებსაც ვზეიმობთ. ასევე, არის დღეები, როდესაც ამა თუ იმ წმიდანს სხვა წმიდანებთან ერთად მოვიხსენიებთ. მაგალითად, აღდგომიდან მეორე შაბათს აღინიშნება მენელსაცხებლე დედების დღე და ამ დღეს მოიხსენიება წმიდა თამარიც. გარდა ამისა, აღვნიშნავთ წმიდანებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან თარიღებსაც. მაგალითად, 23 ნოემბერი წმიდა გიორგის არც გარდაცვალების დღეა და არც დაბადების, არამედ ბორბალზე გაკვრის – წამების დღე, თუმცა, წმიდა გიორგისთან დაკავშირებული ყველაზე დიდი დღესასწაული, სწორედ, 23 ნოემბერს აღინიშნება. ასევე, მაგალითად, 4 დეკემბერი მარიამობაა, მაგრამ ეს არ არის ღვთისმშობელი მარიამის არც გარდაცვალების დღე (ღვთისმშობლის გარდაცვალების დღე გახლავთ 28 აგვისტო) და არც დაბადების (21 სექტემბერი), არამედ მისი ტაძრად მიყვანების დღეა, რაც ერთ-ერთი დიდი საღვთო დღესასწაულია.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ავადმყოფობის დროს?
პასუხი: ავადმყოფობის დროს, პირველ რიგში, უფალზე დაამყარეთ სასოება და ხშირად გაიხსენეთ იესო ქრისტეს ტანჯვა და სიკვდილი, რათა უფრო განმტკიცდეს თქვენი გული. განუწყვეტლივ იმეორეთ ის ლოცვები, რომლებიც იცით. ითხოვეთ უფლისგან ცოდვების შენდობა და სულგრძელობა. შეიკავეთ თავი წუწუნისა და გაღიზიანებისგან, რაც ჩვეულებრივია ავადმყოფობის დროს. თუკი უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ ცხონებისთვის დაითმინა მძიმე სატანჯველი, ადამიანმა, მით უმეტეს, სიმშვიდითა და სასოებით უნდა მიიღოს ყოველი განსაცდელი, მათ შორის, ავადმყოფობა.
კითხვა: დღევანდელ რთულ ცხოვრებაში ძნელია, ადამიანმა შეინარჩუნოს სიმშვიდე. როგორ უნდა შეძლოს ქრისტიანმა, შეინარჩუნოს სულიერი წონასწორობა?
პასუხი: დღეს, მართლაც რთული ჟამი უდგათ ადამიანებს. საცდური ყოველი მხრიდან უტევს მათ. ბევრი ნეგატიური ინფორმაციის ფონზე უჭირს ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნება და გაღიზიანების გარეშე სიყვარულით ცხოვრება. თუმცა, ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, რასაც ხედავს, ყველაფერში, რაიმე სიკეთე დაინახოს, უნდა იყოს წყნარი, მშვიდი, მდაბალი, მომთმენი. მაგალითად უნდა ჰყავდეს იესო ქრისტე. ის არ დაადებს ადამიანს ისეთ ჯვარს, რის ზიდვასაც ვერ შეძლებს და თვითონვე დაეხმარება ჯვრის ზიდვაში.
კითხვა: თუ მიზნად კეთილი საქმე გაქვს დასახული, მაგრამ მის მისაღწევად ცოტა ურიგო საშუალებების გამოყენება გიწევს, ასეთი სიკეთე მისაღებია ქრისტიანისთვის?
პასუხი: კეთილ საქმეს არ შეიძლება, მიაღწიო და არც უნდა ცდილობდე მის მიღწევას ურიგო საშუალებებით. ეს არასწორია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი