რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№20

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.05, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: აუცილებელია თუ არა ეკლესიისთვის შესაწირის გაღება?

პასუხი: ეკლესია მოციქულთა დროიდან შეწირულობით არსებობს. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: ჩვენ გაძლევთ სულიერს, უფლება გვაქვს, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, რით შეიძლება ადამიანმა მადლიერება გამოხატოს ეკლესიის მიმართ, როდესაც ეკლესია ყველაფერს აძლევს მორწმუნეს - სიმშვიდეს, სიხარულს, იმედს, მარადიულობის განცდას, აპოვნინებს უფალს, დააყენებს გადარჩენის, განღმრთობის გზაზე. შეწირული თანხა ხმარდება ეკლესიის აღმშენებლობას, კეთილმოწყობას, კომუნალურ გადასახადებს, სტიქაროსნების, მედავითნეებისა და სხვათა ხელფასებს. შესაწირავი ნებაყოფლობითია, მაგრამ ტრადიციულად იწირება მღვდელმსახურებისას, როგორიცაა: ჟამისწირვა, პარაკლისი, პანაშვიდი, ნათლობა, ჯვრისწერა და სხვა.

კითხვა: თუ შეიძლება გვესაუბრეთ იმაზე, შეუძლია თუ არა გარდაცვლილის სულს ცოცხლებთან კონტაქტი?

პასუხი: გარდაცვლილის სულთან კონტაქტი ლოცვით არის შესაძლებელი. ჩვენ ლოცვით ვეხმარებით გარდაცვლილთა სულებს იმქვეყნიურ ცხოვრებაში და ასევე, გარდაცვლილებიც ლოცულობენ ჩვენთვის. უდიდესი მადლი აქვს ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს ლოცვას მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში. რაც შეეხება გამოცხადებებს, ამ მოვლენას ჩვეულებრივი ადამიანები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან ხშირად ასეთი რამ ეშმაკის ხელითაც ხდება. ჭეშმარიტი ხილვები, ღვთის ნებით, უპირატესად წმიდანებს აქვთ. დაუშვებელია, სულებთან კონტაქტისთვის სპირიტული სეანსების ჩატარება. ასეთი რამ ბოროტი ძალების დახმარებით ხდება, რაც უფალთან გვაშორებს და მიცვალებულთა სულებს აშფოთებს.

კითხვა: რას ნიშნავს ქრისტეს სისხლისა და ხორცის წმიდა საიდუმლოებასთან ზიარება?

პასუხი: ყოველი ქრისტიანისთვის აუცილებელია ზიარების (ევქარისტიის) საიდუმლოში მონაწილეობა, რომელიც უფლის მიერ საიდუმლო სერობაზეა დადგენილი. წმიდა ეკლესიის სწავლების მიხედვით, წმიდა ზიარების მიღებით ქრისტიანი საიდუმლოდ უერთდება ქრისტეს. განუზომელია ევქარისტიის საიდუმლოს მნიშვნელობა და მასში ჩაწვდომა ჩვენს გონებას აღემატება. ის აღანთებს ჩვენში ქრისტეს სიყვარულს, აღამაღლებს გულს ღმერთამდე, ბადებს მასში სათნოებას, აკავებს ბნელი ძალების ჩვენზე თავდასხმას, გვანიჭებს ძალას განსაცდელის დათმენისთვის, კურნავს სულსა და სხეულს, ანიჭებს მათ ძალას. აღადგენს ჩვენში სულის სიწმიდეს, რომელიც ადამიანს ჰქონდა ცოდვით დაცემამდე.

კითხვა: როგორ დავიწყოთ საკუთარი სულის გადარჩენა?

პასუხი: უპირველესად, ამისთვის საჭიროა, რომ საკუთარი თავი მიანდოთ უფალს და სთხოვოთ: „უფალო, ჰქმენ ჩემზედა, რაიცა გენებოს, გარდა მაცხოვნე მე!“ - და ის ყველაფერს საუკეთესოდ წარმართავს. ყველაფერი ისე უნდა მივიღოთ, როგორც ღმერთის ხელით ბოძებული და ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ მას. გადახედეთ შემთხვევითობებს თქვენს ცხოვრებაში და დარწმუნდებით, რომ ყველაფერში უფლის კეთილისმყოფელი ხელი ურევია, ამისთვის მადლობა შესწირეთ მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი