რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№12

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 01.04, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ვის აქვს ლოცვისთვის სკვნილის გამოყენების უფლება?

პასუხი: სკვნილი არის კრიალოსანი. „კრიალოსანი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „უფალო, შემიწყალეს“. სკვნილზე ლოცვა შეუძლია ყველა ქრისტიანს, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით. ატარეთ კრიალოსანი და ილოცეთ უფლის სადიდებლად. ეს ლოცვები სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.

კითხვა: ხშირად ადამიანს, რომელიც ცოდვას სჩადის, ვერაფრით არწმუნებ თავისი საქციელის უკეთურებაში. მას გულწრფელად სჯერა, რომ ცუდს არაფერს აკეთებს. რატომ უჭირს ადამიანს საკუთარი ცოდვების დანახვა?

პასუხი: ადამიანის ბუნება დასაბამიდან დამძიმდა ცოდვებისგან და შემდეგ თანდათან ხდებოდა ცოდვათა დაგროვება. ამიტომ არის, რომ ადამიანი ადვილად სცოდავს. მაგრამ ყოველი ადამიანი შეძლებს, თანდათან დაშორდეს ამ თანდაყოლილ და შეძენილ ცოდვებს, თუკი უფალთან მიახლოებას დაიწყებს, შეუდგება ეკლესიურ ცხოვრებას და ქრისტეს თვალით შეხედავს საკუთარ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ცოდვების გათავისება, ადამიანი ვერ ამჩნევს ან უჭირს იმის აღიარება, რომ ვთქვათ, პატივმოყვარეა. ყოვლად მოწყალე უფალი გვაძლევს იმის საშუალებას, მოვინანიოთ ცოდვები და განწმენდილი სულით მივეახლოთ მას.

კითხვა: გთხოვთ, გაგვარკვიოთ, რომელი წმიდანი ითვლება ჩვენს მფარველად და რომელი სახელით მოვიხსენიოთ ის მფარველი წმიდანისადმი აღვლენილ ლოცვაში?

პასუხი: ამ ლოცვაში მოიხსენიება წმიდანი, რომლის სახელიც გქვიათ. თქვენ მფარველი წმიდანი გყავთ მაშინაც, თუ არ ატარებთ რომელიმე ცნობილი მოწამის ფართოდ გავრცელებულ სახელს – ნებისმიერი ქართული ქრისტიანული სახელი განწმენდილია იმ 100 ათას ქართველ მოწამეთა სისხლით, რომელიც ჯალალედინმა ქრისტიანობის ერთგულების გამო თბილისში ამოხოცა. ასე რომ, მფარველი წმიდანის მოხსენიებისას უნდა წარმოთქვათ საკუთარი სახელი და ასე შესთხოვოთ მფარველობა იმ წმიდანს, ვის სახელსაც ატარებთ. იმ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ადამიანს არაქრისტიანული სახელი ჰქვია, მოძღვარი ნათლობის დროს შეურჩევს ქრისტიანულ სახელს.

კითხვა: არიან ადამიანები, რომლებიც სიკეთის განსახიერებები არიან, ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, უამრავ გაჭირვებულს ეხმარებიან და ყოველთვის გასცემენ მოწყალებას, მაგრამ ისინი ეკლესიურად არ ცხოვრობენ. როდესაც ადამიანი სათნო და კეთილია, აუცილებელია ეკლესიურიც იყოს, როგორ ვაიძულოთ ის, რომ ეკლესიაში მოვიდეს?

პასუხი: შეაგონეთ ასეთ ადამიანს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა, მაგრამ თუ არ მოგისმენთ, შეეშვით, ნუ გააღიზიანებთ. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ის თავად გადაწყვეტს ეკლესიაში მოსვლას. ყოველიც გონიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც მას უფალთან მისვლის სურვილი უჩნდება.

კითხვა: ყოველთვის უნდა ვთქვათ სიმართლე?

პასუხი: ვინც სიმართლეს დამალავს, ცრუმოწმეს ემსგავსება, მაგრამ თუ იცით, რომ სიმართლის თქმას უბედურება მოჰყვება, უნდა დადუმდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი