რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№3

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 28.01, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა ავადმყოფობის დროს ვილოცოთ ჯანმრთელობისთვის?

პასუხი: გამოჯანმრთელებისთვის ლოცვა ცოდვა არ არის, მაგრამ ლოცვას უნდა დავურთოთ სიტყვები: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ სრული მორჩილება უფლისა და მიღება მოწევნულისა, როგორც სახიერი უფლისგან ბოძებული სიკეთისა, სულსაც სიმშვიდეს ჰმატებს და უფალსაც ლმობიერს ჰყოფს და ის გიბოძებთ ჯანმრთელობას. თუმცა, არის შემთხვევებიც, როდესაც ადამიანის გამოჯანმრთელებას უფალი გადადებს, რადგან მისი ცხონებისთვის ასეა საჭირო.

კითხვა: როგორ დავამარცხოთ ამპარტავნება, მრისხანება, განკითხვა?

პასუხი: მრისხანება და განკითხვა ამპარტავნებისგანაა. მოიძიეთ სიმდაბლე და მაშინ მრისხანება და განკითხვა თავისუფლად ჩამოგცილდებათ. მრისხანების საწინააღმდეგოდ გაჩუმდით. ეს საწყისი ხერხია, შემდეგ, როცა უკვე გიპყრობთ რისხვა, მოსცილდით იმას, ვისზეც მრისხანებთ. მოიქეცით ასე გაფიცხების ჟამს, ეს კარგი საშუალებაა ამპარტავნების საწინააღმდეგოდ. ხოლო განკითხვის წინააღმდეგ თქვენი ცოდვები მოიგონეთ და მასზე იფიქრეთ. ყოველმხრივ ებრძოლეთ ამ და სხვა ცოდვებს.

კითხვა: რა ძალები მოქმედებენ ადამიანზე მაცდუნებლად ლოცვის დროს?

პასუხი: ლოცვის დროს და მის გარეშეც, უსხეულო მტრები შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს; სულსა და სხეულს მცონარობისთვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ, შეღავათი მისცენ სხეულს - უდროო დროს ჩამოჯდომით, კედელზე მიყუდებით და ასე შემდეგ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ლოცვის შემოკლება?

პასუხი: ლოცვის კანონის აღსრულების დამაბრკოლებელი ვითარება ბევრნაირია: უძლურება, ფიზიკური გადაღლილობა, შემთხვევითი სტუმარი, მგზავრობის უხერხულობა და სხვა, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ასეთ დროს ლოცვის კანონი შეგნებულად უნდა შეიკვეცოს სათანადო დრომდე. ასევე, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარი თავისთვის შეღავათის მიცემას, რათა არ გამოვიწვიოთ სინდისის ქენჯნა, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ გავაკეთეთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა საეკლესიო სანთლის გამოყენება გასანათებლად?

პასუხი: ის, რაც უფლისთვის არის მიძღვნილი, ყოფით ცხოვრებაში არ გამოიყენება. ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი