რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№2

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.01, 2021 წელი

არსებობს თუ არა ჯადო -
ეკლესიის პასუხი
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ განვასხვაოთ, რომელი ცხოვრებაა ცრუ და რომელი ჭეშმარიტი?
პასუხი: მართლაც არსებობს ჭეშმარიტი ცხოვრება და ცრუ ცხოვრება. თუ მხოლოდ იმისთვის ცხოვრობ, რომ ჭამო, სვა, ჩაიცვა, ისეირნო და იცხოვრო მიწიერი სიამოვნებისთვის, მაშინ მოჩვენებითია შენი ცხოვრება, მაგრამ თუ ცხოვრობ იმისთვის, რომ სათნო ეყო უფალს, აცხოვნო შენი სული და შეეწიო მოყვასსაც, ეს ჭეშმარიტი ცხოვრებაა.

კითხვა: მინდა, ვიკითხო წმიდა წერილი და სხვა საღმრთო წიგნები, მაგრამ ხშირად არ მესმის მისი შინაარსი. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ამის პასუხად გეტყვით: ერთი ადამიანი კითხულობდა საღმრთო წიგნს და შინაარსი არ ესმოდა. როდესაც ბერს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო, მან მიუგო: მაინც იკითხე, შენ არ გესმის, მაგრამ ეშმაკებს ესმით, ვერ უძლებენ და გარბიანო. გარდა ამისა, რასაკვირველია, თქვენ უნდა დაეკითხოთ გამოცდილ მოძღვარს და სთხოვოთ განმარტება იმისი, რასაც კითხულობთ.
კითხვა: როგორ უნდა წარმოიდგინოს მორწმუნემ უფლის სახე?
პასუხი: უფალი უხილავია და მას არ აქვს სახე. ძე ღმერთი იხილვება ადამიანური ბუნებით, რადგან თავის პიროვნებაში მიიღო ეს ბუნება. ამიტომ მისი გამოსახვა შეიძლება ადამიანის სახით ყველა იმ შემთხვევაში, რომლებიც სახარებაშია აღწერილი. ეს იქნება ისტორიული გამოსახულება. მისი ღვთაებრივი ბუნება კი უხილავია და სახე არ აქვს. წმიდა სამება ქმნილებათა ზღვარს სცილდება და თუ როგორია ის, ეს ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. ღმერთს მიმართ ლოცვის დროს უმჯობესია, ის არანაირად არ წარმოვიდგინოთ, მხოლოდ გვწამდეს, რომ ის არსებობს. არის ახლოს, ყველაფერს ხედავს და ისმენს. ამიტომ უნდა ვილოცოთ მის მიმართ.
კითხვა: შეუნდობს თუ არა უფალი ადამიანს იმ ცოდვებს, რომელსაც ის გულწრფელად არ ნანობს?
პასუხი: არავინ არის ისეთი კეთილი, როგორიც უფალი, მაგრამ იმას, ვინც არ განიცდის სინანულს ჩადენილი ცოდვების გამო, თუ არ ცდილობს, დაძლიოს ისინი და ცდა არ დააკლოს, რათა აღარ გაიმეოროს, უფალი არ შეუნდობს.
კითხვა: სინამდვილეს შეესაბამება თუ არა, რომ 666 სატანური რიცხვია? და თუ ეს ასეა, რა უდევს მას საფუძვლად?
პასუხი: 666 რომ სატანური რიცხვია, საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ „აპოკალიფსში“ ის დაკავშირებულია ანტიქრისტესთან, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს არ არის დემონური რიცხვი. ანუ სახლში, რომლის რიგითი ნომერია 666, არ ცხოვრობს დემონი, ან წიგნში 666-ე გვერდი არ ნიშნავს, რომ მასში რაიმე მაგიური იმალება.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გვაქებენ?
პასუხი: როდესაც გვაქებენ, წმიდა მამები გვირჩევენ, გავიხსენოთ ჩვენი ნაკლოვანებები და ცოდვები, რათა არ ჩავვარდეთ ხიბლში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი