რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№35

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 10.09, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ დავიზღვიოთ თავი ცდუნებებისგან?

პასუხი: იმას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, როგორ იქცევიან სხვები (როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი), არამედ ჩაუფიქრდით, რას გვასწავლის უფლის სიტყვა – წმიდა სახარება. მიჰბაძეთ მაცხოვარს და წმიდა მოციქულების მიწიერ ცხოვრებას. სმენა და მზერა მოარიდეთ უკეთურებას და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საკუთარ თავთან განმარტოებას.

კითხვა: რა განსხვავებაა ცოდვასა და ვნებას შორის?

პასუხი: ვნებასა და ცოდვას შორის განსხვავებაა. ვნებებია: გაღიზიანება, პატივმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა და ასე შემდეგ. ხოლო ცოდვა თვით ამ ვნებათა ზემოქმედებაა ჩვენზე, როდესაც ვინმე მათ აღასრულებს საქმით, ხორციელად სჩადის იმას, რისკენაც უბიძგებს მას ვნება. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ვნება, მაგრამ მისი კარნახით არ იმოქმედოს.

კითხვა: ჩემს პატარა შვილიშვილს ყელზე დავკიდეთ ნათლობის ჯვარი, მისი წმიდანის ხატი და 90-ე და 50-ე ფსალმუნები. ბავშვი ხშირად პირში იდებს და ღეჭავს. ორმაგად განვიცდი: ჯერ ერთი – ცოდვას არ სჩადიოდეს და მეორეც – არ გადაეყლაპოს. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: რაც შეეხება დახრჩობის შიშს, გეტყვით, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც ქრისტიანობა არსებობს, ნაკურთხი ჯვრისგან ასეთი რამ არ მომხდარა. ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მცირე ასაკში შეგიძლიათ, მას მხოლოდ ჯვარი დაუტოვოთ გულზე ცოტა რომ წამოიზრდება, შეგიძლიათ, ფსალმუნებიც დაჰკიდოთ.

კითხვა: იმქვეყნად ყველა ცოდვილი ერთნაირად დაისჯება, თუ განსხვავებული სასჯელის ფორმა იქნება?

პასუხი: ყველა საკუთარი სიმართლისა და საქმის მიხედვით განისჯება. უფრო მკაცრად დაისჯებიან ისინი, ვინც კარგად იცოდა უფლის ნება და არ ასრულებდა მას. ვიდრე ისინი, ვინც ცოტა ან სულ არ იცოდა უფლის მცნებები, რადგან, როგორც სახარებაშია ნათქვამი: „მონამან, რომელმან იცის ნებაი უფლისა თვისისაი და არა განემზადოს ნებისამებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად.“ ალბათ, იკითხავთ, თუ უფლის მცნებები არ იცოდა, რატომ უნდა დაისაჯოსო. იმიტომ, რომ ყველა მოვალეა, იცოდეს უფლის მცნებები და თუ არ იცის, იმიტომ რომ არ უზრაუნია მათ გასაცნობად.

კითხვა: რატომ ატარებენ მღვდელმსახურები წვერს?

პასუხი: მღვდელმსახურები წვერს ატარებენ იმიტომ, რომ მათ უნდათ, გარეგნულად მიემსგავნონ მაცხოვარს, იესო ქრისტეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი