რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№25

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.07, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი შვილი ცოდვებში ჩაფლულ ადამიანს დაუმეგობრდა. ვგრძნობ, რომ ჩემი შვილიც მის გზას დაადგება. არანაირი შეგონება არ ჭრის. ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თქვენ უნდა ილოცოთ თქვენი შვილისთვის და ამით დაეხმარებით. ამის დასტურად გიამბობთ ნეტარი ავგუსტინეს მაგალითს. ის ძალიან ცოდვილ, გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. დედამისი ძალიან განიცდიდა, სულ ტიროდა და დარდობდა. ერთხელ, ასე შეწუხებული ეპისკოპოსთან მივიდა და თავისი გასაჭირის შესახებ უამბო. ეპისკოპოსმა ასე დაამშვიდა: ნუ გეშინია, დედის ლოცვები შვილს აუცილებლად უშველის. შენი ცრემლები ტყუილად არ დაიკარგებაო. და ასეც მოხდა. ოდესღაც ცოდვილი ავგუსტინე შემდგომში ღვთით სათნო ცხოვრებისთვის ზეციურ წმიდანთა დასში ამაღლდა.

კითხვა: ეკლესიური სწავლების მიხედვით, კონკრეტულად რა ქმედებები არსებობს, რაც მოეთხოვება ქრისტიანს მოყვასის მიმართ?

პასუხი: უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესია აწესებს შვიდ სათნო საქმეს, რომლებიც დახმარებას უწევს მოყვასს და იწოდება ხორციელ საქმეებად. ესენია: 1) ჭმევა მშიერთა; 2) სმევა მწყურვალთა; 3) შემოსვა შიშველთა; 4) შეწყნარება უცხოთა; 5) მოკითხვა სნეულთა; 6) მიხედვა პატიმართა; 7) დაფვლა მიცვალებულთა. რაც შეეხება სულიერ დახმარებას, ასევე დაწესებულია შემდეგი შვილი სულიერი საქმე: 1) მოქცევა ცოდვილთა; 2) სწავლება უმეცართა; 3) განმართვა დაბრკოლებულთა; 4) ნუგეშისცემა მწუხარეთა; 5) მოთმინებით ატანა უსამართლობისა; 6) მიტევება შემცოდეთა; 7) ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხონებლად.

კითხვა: როგორ უნდა ვუყუროთ ჩვენთვის გაღებულ მოწყალებას?

პასუხი: მოწყალება უნდა მივიღოთ შიშით, რადგან საშინელ სამსჯავროზე პასუხს ვაგებთ მიღებული წყალობისთვის, რომელიც სამაგიერო სიკეთით არ გადაგვიხდია. უნდა ვილოცოთ მწყალობელთათვის, რათა ცოდვაში არ ჩაგვეთვალოს მათგან მიღებული მოწყალება. ღრმად მორწმუნე ბერები ყოველგვარ დახმარებაზე თავადაც დახმარებითა და საჩუქრებით პასუხობდნენ.

კითხვა: ჩვენს სოფელში ნატაძრალ ადგილზე არის ასწლოვანი ხე. როდესაც ტაძარი სრულიად განადგურდა, ტრადიციისამებრ ხალხი მაინც მიდიოდა იმ ადგილზე, ხეზე ანთებდა სანთელს და ლოცულობდა. ახლა ეს ხე ხმება. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: არც ერთ ხეს არ აქვს საკულტო დანიშნულება და როცა ის ხმება, უნდა მოიჭრას. მაგრამ, რადგან თქვენი სოფლისთვის მას სიმბოლურად სიწმიდის მნიშვნელობა აქვს, მიდით ახლომდებარე ტაძრის მოძღვართან და აიღეთ კურთხევა, რომ ამ ხისგან დაამზადოთ ჯვრები ან სამრეკლოზე ზარის ჩამოსაკიდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი