რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№24

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.06, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ?

პასუხი: ბერების სწავლების მიხედვით, არასოდეს გააკეთოთ ის, რითაც შეიძლება, აცდუნოთ ან შეურაცხყოთ თქვენი მოყვასი. ხოლო თუკი ისინი შეურაცხგყოფენ თქვენ, შეხედეთ ამას არა როგორც შეურაცხყოფას, არამედ როგორც უფლის მიერ თქვენთვის მომზადებულ იარაღს, რომლითაც თუკი მოინდომებთ, შეძლებთ, რომ აღმოფხვრათ საკუთარ თავში გულის ყოველგვარი არაწმინდები.

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი საქმიანობა, ჩანაფიქრები სათნო იყოს უფლისთვის?

პასუხი: მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველი მოქმედების წინ იხელმძღვანელეთ შემდეგი ქრისტიანული განსჯით: ჩემ მიერ ჩაფიქრებული მოქმედება ხომ არ არის უფლის ნების საწინააღმდეგო, ხომ არ არის დამღუპველი ჩემი სულისთვის, ხომ არ შეურაცხყოფს მოყვასს? თუკი ბევრი გამოძიების შემდეგ სინდისი არ გამხელთ, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება შეასრულეთ და თუკი გამხელთ – თავი შეიკავეთ მისი აღსრულებისგან.

კითხვა: რა არის ადამიანის სიცოცხლის მთავარი არსი?

პასუხი: სიცოცხლე მოცემული გვაქვს მხოლოდ იმისთვის, რომ ვადიდოთ ღმერთი, კეთილი ვუყოთ მოყვასს და ვესწრაფვოთ ზეციური სასუფევლისკენ სახარებაში მითითებული ვიწრო გზით და არა იმისთვის, რომ ვმხიარულობდეთ: „ნეტარ არიან მგლოვიარენი და არა მცინარენი“.

კითხვა: როგორ დავამარცხოთ ამპარტავნება, მრისხანება, განკითხვა?

პასუხი: მრისხანება და განკითხვა ამპარტავნებისგანაა. მოიძიეთ სიმდაბლე და მაშინ მრისხანება და განკითხვა თავისით ჩამოგცილდებიან. მრისხანების საწინააღმდეგოდ კბილი კბილს დააჭირეთ და გაჩუმდით. ეს საწყისი ხერხია, მეორე, რაც უნდა გააკეთოთ, როცა უკვე გიპყრობთ რისხვა, მოსცილდით იმას, ვისზეც მრისხანებთ. ასე მოიქეცით ყოველი გაფიცხების დროს. ეს კარგი საშუალებაა ამპარტავნების საწინააღმდეგოდ, ასევე, განკითხვის საწინააღმდეგოდ. თქვენი ცოდვები გაიხსენეთ და მათზე იფიქრეთ, ასე ჩამოგცილდებათ განკითხვის ცოდვა. ყველანაირად ებრძოლეთ ამ და სხვა ვნებებს. ჩასახვისთანავე მოიცილეთ ისინი და უფლის მიმართ ილოცეთ.

კითხვა: როგორ დავიწყოთ სულის გადარჩენა?

პასუხი: თქვენი ცხოვრება უფალს უნდა მიანდოთ და ის ყველაფერს საუკეთესოდ წარმართავს. უნდა გწამდეთ, რომ რაც აქამდე გადაგხდენიათ თავს, მისი განგებით ხდება, მაგრამ თუ უფალი განაგებს ყველაფერს თქვენსას, თქვენ კი არ გწამთ და არ აღიარებთ, ეს არასწორია. ყველაფერი ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფლის მიერ არის ბოძებული და ყველაფრისთვის ვმადლობდეთ მას. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და ყველაფერში იხილავთ უფლის კეთილისმყოფელ ხელს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი