რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№23

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.06, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მარკოზის სახარებაში წერია: „ვისაც შერცხვება შენი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავის მამის დიდებაში წმიდა ანგელოზებით“ (მარკ. 8.38). მეც ხშირად ხალხის თანდასწრებით მრცხვენია ხოლმე პირჯვრის გადაწერა. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?

პასუხი: დიახ, ქრისტიანს არ უნდა შერცხვეს აღმსარებლობის საჯაროდ გამოვლინების. თუმცა რწმენის არც გადამეტებული გამოხატულებაა მისაღები. ადამიანმა თავად უნდა მიაგნოს ზომიერების იმ წერტილს, რაც აუცილებელია ქრისტიანისთვის.

კითხვა: რას ურჩევთ ქრისტიან მშობლებს შვილების სასიკეთოდ?

პასუხი: ბერი ადრიანი მშობლებს ურჩევდა, ხშირად მიეყვანათ შვილები საზიარებლად და ამბობდა: ასე ისინი უფრო ჯანმრთელები, ჭკვიანები და ბედნიერები იქნებიანო.

კითხვა: არიან ადამიანები, ვინც სულ შრომობენ ქანცის გაწყვეტამდე. ასეთი საქციელი მოსაწონია უფლისთვის?

პასუხი: შრომისგან წელის მოწყვეტა მეორე უკიდურესობაა, სიზარმაცის საპირისპირო. ადამიანმა იმდენიც არ უნდა იშრომოს, რომ დაუძლურდეს და საკუთარ ჯანმრთელობას ავნოს. თუ შრომით ადამიანი დასნეულდება, ეს არასწორია. გონიერი ადამიანი თავად მიხვდება, როგორ უნდა გადაანაწილოს შრომა და დასვენება.

კითხვა: მრისხანება ერთ-ერთი ცოდვაა. არის თუ არა შემთხვევა, როდესაც მრისხანება ადამიანს ცოდვაში არ ჩაეთვლება?

პასუხი: მრისხანება იმ შემთხვევაშია მართებული, თუ ის მიმართულია ცოდვისკენ – რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად გამოიწვევა ადამიანში. ამასთანავე, მრისხანება მაშინ არის სწორი, როდესაც მას თან არ ახლავს სიძულვილი, ბოროტება, არამედ სიყვარული, მოყვასისადმი თანაგრძნობა და აქვს ერთადერთი მიზანი – ცოდვილის ხსნა.

კითხვა: რატომ არის სინანული ძალიან მნიშვნელოვანი?

პასუხი: მამათა სწავლების მიხედვით, სინანული, ადამიანს უხელს თვალს, მასში ბადებს ცოდვათა დანახვის უნარს. ერთი ცოდვის მომნანიებელი ადამიანი იწყებს სხვა ცოდვების შემჩნევას, იწყებს იმ ცოდვის აღიარებას, რასაც ადრე ცოდვად არ მიიჩნევდა. იხსენებს ადრე ჩადენილ მოუნანიებელ ცოდვებს და თვით ცოდვებიც უფრო და უფრო მძიმედ ეჩვენება. ამის გამო ტიროდნენ საკუთარ ცოდვებზე შემდგომში უკვე საკვირველმოქმედი წმიდანები.

კითხვა: როგორ უნდა მივხვდე, შემინდო თუ არა უფალმა აღსარებაში ნათქვამი ცოდვა?

პასუხი: არავინ და არასდროს არ უნდა თქვას აღსარება, თუ მას არ აქვს მტკიცე იმედი იმისა, რომ უფალი მიუტევებს. ამასთანავე, თქვენი აღსარება უნდა იყოს სრულყოფილი და გულიდან წამოსული, რათა უფალმა მოგიტევოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი