რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№1

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 15.01, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ჩვენში არსებობს ასეთი წესი, რომ მშობლები შვილის ნათლობას არ უნდა დაესწრონ. საიდან მოდის ეს ტრადიცია და აქვს თუ არა მას რაიმე ქრისტიანობასთან?

პასუხი: არანაირი საეკლესიო აკრძალვა არ არსებობს იმის შესახებ, რომ მშობლები არ უნდა დაესწრონ შვილის ნათლობას. თუ მშობელს სურვილი აქვს, შვილის სულიერ დაბადებას დაესწროს, მას ამის სრული უფლება აქვს. მაგრამ თუ დედა ახალი ნამშობიარებია და მშობიარობიდან არ არის გასული 40 დღე, ის ვერ დაესწრება ნათლობის საიდუმლოს, რადგანაც საეკლესიო წესის თანახმად, ქალს მშობიარობის მე-40 დღეს ეკლესიაში მოძღვარმა უნდა წაუკითხოს ლოცვები, მანამდე კი მას ეკლესიაში შესვლის უფლება არ აქვს. სწორედ აქედან იღებს სათავეს ის წესი, რომ თითქოს მშობლებს და განსაკუთრებით დედას, შვილის ნათლობაზე დასწრება ეკრძალება.

კითხვა: ჩემი შვილი 7 იანვარს, შობას არის დაბადებული. შეიძლება, ასეთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე დაბადების დღის აღნიშვნა?

პასუხი: არანაირი აკრძალვა არ არსებობს დღესასწაულებზე დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ასეთ დღეებში ისედაც სადღესასწაულო განწყობა სუფევს და შეგიძლიათ, თქვენი ოჯახური დღესასწაულიც დაამთხვიოთ.

კითხვა: უნდა მივცეთ თუ არა შენიშვნა იმ ადამიანს, ვინც ტაძარში საუბრობს ან არასწორად გალობს და ხელს უშლის ღვთისმსახურებას?

პასუხი: ასეთი საქციელი ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს მიუღებელია, ამიტომ წმიდა მამათა გადმოცემით, თვით პატარა ბავშვსაც კი შეუძლია, შენიშვნა მისცეს ხელის შემშლელს.

კითხვა: ცოდვაა თუ არა, როდესაც ადამიანს დაჰპირდები და შემდეგ ვერ შეუსრულებ?

პასუხი: რა თქმა უნდა, ცოდვაა, თუკი ადამიანს პირობას მისცემ და შემდეგ გატეხ მას. ამიტომ ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, დაუფიქრდეს თავის სიტყვებსა და საქციელს. შესაძლოა, შენი დანაპირებით ადამიანმა გეგმები დაიწყოს და შემდეგ იმედი გაუცრუვდეს. თავი შეიკავეთ ასე დაპირებებისგან. თუ შეგიძლიათ, საქმე გააკეთეთ და ასე დაეხმარეთ მოყვასს.

კითხვა: რამდენად სწორია, როდესაც შვილი ცდილობს, მშობლების ანდერძში კორექტივების შეტანას?

პასუხი: როდესაც მშობლები წერილობით ან სიტყვიერად დაგვიბარებენ რამეს, ის უნდა აღსრულდეს სრული სიზუსტით, თუ, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება სახარებასა და მოქალაქეობრივ კანონმდებლობას და არ წარმოადგენს ურწმუნო ადამიანის გარკვეულ ახირებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი