რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№50

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.12, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი და მინდა, რომელიმე ეკლესიაში მონაზვნად წავიდე. სასოწარკვეთილებაში ვარ და ეს გამოსავალი ვიპოვე. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: მძიმე სულიერი, ფიზიკური თუ მატერიალური მდგომარეობის გამო მონაზვნად წასვლა არ შეიძლება, ეს დაუშვებელია. ჯერ, თავდაპირველად. უნდა იაროთ ეკლესიაში, იცხოვროთ ქრისტიანულად. შესაძლებელია, რომელიმე მონასტერსაც მიმართოთ, რათა დროებით წახვიდეთ იქ და სიმშვიდე იპოვოთ. ხოლო ხართ თუ არა მოწოდებული სამონაზვნოდ, ამის დრო გიჩვენებთ.

კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ოჯახის წევრები ერთად ლოცულობენ?

პასუხი: საერთო ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ის ერთად კრავს ოჯახს, სულიერად აერთიანებს ოჯახის წევრებს, თვით უფალმა, იესო ქრისტემ ბრძანა: „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის. მუნ ვარ მე შორის მათსა“. ძალიან კარგია, თუ ოჯახში არის ტრადიცია, როდესაც ოჯახის წევრები იკრიბებიან ხატებთან, რათა დღე დაიწყონ და დაამთავრონ ერთობლივი ლოცვით.

კითხვა: როგორ უყურებს მართლმადიდებლური ეკლესია დონორობას?

პასუხი: სხვადასხვა მიმდინარეობის სექტანტები ეწინააღმდეგებიან დონორობას, მაგალითად, სისხლის გადასხმას. ეს არასწორია, სინამდვილეში, დონორობა კეთილი საქმეა, როდესაც მას მოყვასის სიყვარულით ვიქმთ.

კითხვა: ხშირად დავდივარ ეკლესიაში და ხანდახან ჩემ წინ ოქროსფრად ნათდებიან ხატები. რატომ მაქვს ასეთი ხილვები?

პასუხი: ნებისმიერი ხილვა ეკლესიის შიგნით თუ მის გარეთ, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის არ არის სარგო. უფალს უნდა ვთხოვოთ, რომ გაგვათავისუფლოს მათგან, რადგან მათ შეუძლიათ, მიგვიყვანონ თვითცდუნებამდე და ხიბლამდე, ანუ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ადამიანი თავს აღმატებულად მიიჩნევს და ასეთი ხილვების ღირსად, ეს კი ბოროტი ძალებისთვის სასიხარულოა, ისინი ადვილად დაგესხმიან თავს.

კითხვა: უფალი ჩვენი მტრების სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, „შეიყვარე მტერი შენი“ – გვმოძღვრავს ის. მაგრამ როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ მტერია ჩვენი უფლის, სამშობლოსი, მოყვასის?

პასუხი: სიყვარული ყოვლის მიმტევებლობასა და უკეთურების წახალისებას არ ნიშნავს. მამას შეუძლია, ერთდროულად უყვარდეს კიდეც თავისი შვილი და სჯიდეს მას. ქრისტიანული სიყვარული არ არის სადავეაშვებული ლიბერალიზმი, რაც ყველაფრის ნებას რთავს ადამიანს. ქრისტიანული სიყვარული მომთხოვნელობაცაა. ქრისტიანობა ყოველ ადამიანს უსურვებს მარადიულ ხსნას, მაგრამ უარი ბოროტებისადმი წინააღმდეგობაზე არ არის ქრისტიანული საქციელი. ადამიანმა საკუთარი წყენა უნდა მოითმინოს, მაგრამ როდესაც სხვას აყენებენ შეურაცხყოფას, თანადგომა უნდა გაუწიოს. საინტერესოა ფილარეტ მოსკოველის შეგონება: „გიყვარდეს მტერი შენი, ჰბრძოდე მტერს მამულისას და გძაგდეს მტერი უფლისა!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი