რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№37

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 25.09, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა უნდა ვითხოვოთ უფლისგან ლოცვებში?

პასუხი: უპირველესად, იმისთვის უნდა ილოცოთ, რომ განიწმინდოთ ვნებებისგან, შემდეგ იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ სულიერი სიბრმავისგან, ასევე, იმისთვისაც, რომ გადაურჩეთ ყოველგვარ განსაცდელს და არ მიგატოვოთ უფალმა.

კითხვა: აუცილებლად ყველამ უნდა გადაიტანოს გასაჭირი?

პასუხი: ყოველმა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ჭირი და მწუხარება. ის გვეგზავნება ან ბოროტის მოსაკვეთად, ან განსწავლისთვის, ან განწმენდისთვის ჩადენილ ცოდვათაგან.

კითხვა: ხშირად უნდა ვიაროთ თუ არა ტაძარში?

პასუხი: ყოველი ქრისტიანი მოვალეა, ტაძარში იაროს შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში. დღესასწაულების დაწესება და დაცვა აუცილებელია ჩვენი ცხოვრებისთვის, ისინი გვასწავლიან ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას, აღძრავენ და კვებავენ ჩვენს გულებში სიყვარულს, კეთილკრძალულებასა და ღმრთისადმი მორჩილებას. ეკლესიაში მიდიან, ასევე, აღთქმულის შესაწირავად, წესის შესასრულებლად ან, უბრალოდ, იმისთვის, რომ ილოცონ.

კითხვა: როგორ უნდა გვწამდეს?

პასუხი: უნდა ირწმუნოთ წრფელი გულით. უფალმა ბრძანა: „უკეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“. ასეთი ბავშვური რწმენა ბრმა არ არის, თუმცა, ის არ იწყებს გონებრივ ძიებებს. ბრმა სარწმუნოება არის, რომელმაც არ იცის, რა უნდა ირწმუნოს.

კითხვა: რა საშუალებით უნდა ვებრძოლოთ ხორცის საამებელ მისწრაფებებს?

პასუხი: ამქვეყნიური მისწრაფებების აღძვრისას ჩვენი სულის განსამტკიცებლად სამშვინველისა და ხორცის წინააღმდეგ ბრძოლაში საუკეთესო საშუალებაა ხსოვნა სულის სხეულიდან გასვლისა, სამსჯავრო, რომელიც მას მოჰყვება და გამოტანილი განაჩენისა ჩვენი მომავალი ხვედრის შესახებ. დაფიქრდით და თავი წარმოიდგინეთ მომაკვდავის მდგომარეობაში, რომ ახლა უნდა წარდგეთ სამსჯავროს წინაშე. ასეთ დროს მიწასთან დაკავშირებული ყველა ძაფი გაწყდება და გულში მხოლოდ ერთი სათხოვარი დაგრჩებათ: „უფალო, მიხსენ მე!“ არაფერი ისე არ გააცოცხლებს ღვთის შიშს, როგორც საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში წარმოდგენა.

კითხვა: როგორ უნდა მოვეპყროთ მოყვასს?

პასუხი: მოყვასს უნდა მოვეპყროთ ძალზე თბილად. სახეც კი არ უნდა მივიღოთ მისი შეურაცხმყოფელი. ადამიანის მთავარი მოვალეობა უფლისა და მოყვასის სიყვარულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი