რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№22

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 12.06, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ვისთან არ უნდა იმეგობროს ქრისტიანმა?

პასუხი: როგორც წმიდა სერაფიმე საროველი შთაგვაგონებს, ნუ იმეგობრებთ ქრისტიანული ეკლესიის მტრებთან, მწვალებლებთან, გამთიშველებთან, მათთან, ვინც არ მარხულობს, განეშორეთ იმ ადამიანებს, ვისაც არ ეშინია უფლის და თაყვანს არ სცემს მას.

კითხვა: როდის არ სრულდება ეკლესიაში მუხლმოდრეკა?

პასუხი: ტაძარში მუხლმოდრეკა არ სრულდება კვირაობით, სულიწმიდის ლოცვის მოწვევის დროს და დღესასწაულებზე. ხოლო ჯვართამაღლებას და ჯვრისთაყვანისცემის კვირას სრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგალობება ჯვრის თაყვანისცემის საგალობელი. კვირაობით და დიდ დღესასწალებზე მუხლმოდრეკა შეიძლება მხოლოდ დიდ სიწმიდეთა წინაშე (წმიდა ძღვენის, წმიდა ნაწილების, სასწაულმოქმედი ხატის წინ).

კითხვა: კონკრეტულად რომელი წმიდანების წინაშე უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენს სულებში დაისადგუროს სიმშვიდემ, ხოლო ჩვენს ოჯახებში – ბედნიერებამ?

პასუხი: ეკლესიაში არ არის მაგია. როდესაც გვსურს, უფლისგან ან წმიდანებისგან რამე მივიღოთ, არა მხოლოდ უნდა ვილოცოთ, არამედ უნდა ვიცხოვროთ უფლის მცნებათა მიხედვით. ბევრის შემძლეა გულწრფელი ლოცვა. სახარების მიხედვით, უფალი ყველას მიმართავს, რომ ვიყოთ კეთილნი, მოყვარულნი, თავმდაბალნი. მაგრამ ჩვენ ყურად არ ვიღებთ ამ თხოვნებს, თავად კი ვითხოვთ შემწეობას უფლისგან. ისეც ხდება, რომ ღმერთი მარტო გაჭირვების დროს გვახსენდება. ხოლო, თუ თხოვნას გვისრულებს, მადლობის გადახდაც კი გვავიწყდება. რაც შეეხება ჩვენს სურვილებს, მათ აღსასრულებლად შეგვიძლია, მივმართოთ ბევრ წმიდანს, თვით უფალს, ღვთისმშობელ მარიამს, მაგრამ მანამდე უნდა ვიცნობდეთ სახარებას, წმიდანთა ცხოვრებას, რის შემდეგად ისინი ჩვენთვის უფრო ახლობლები გახდებიან და მათ გულითადი ლოცვითა და მთელი არსებით მივმართავთ.

კითხვა: ვიცი, რომ განქორწინება ცოდვაა, მაგრამ თუ მეუღლე ლოთობს და ცუდად მექცევა, როგორ მოვიქცე ასეთ შემთხვევაში, რატომ უნდა ავიტანო მისი ასეთი ქმედებები?

პასუხი: ლოთობა და მეუღლის სხვა ცუდი ქმედებები ქრისტიანისთვის აღიქმება, როგორც მისი სატარებელი ჯვარი. ჯვრისწერის დროს მეუღლეები ერთმანეთს აძლევენ სიყვარულის პირობას, რაც უნდა აღსრულდეს არა მხოლოდ თანაცხოვრების ბედნიერ და ნათელ პერიოდებში, არამედ შეჭირვების ჟამს და ისეთ დროს, როდესაც ვთქვათ, მეუღლე ავადმყოფობს, ცოდვაშია ჩაფლული და ასე შემდეგ. ლოთობაც ავადმყოფობაა და თქვენ მოგეთხოვებათ, ილოცოთ მისთვის. განქორწინება ძალიან იოლი გამოსავალია საკუთარი ნატვირთი ჯვრისგან თავის დასახსნელად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი