რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№12

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 03.04, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მოძღვრები მოგვიწოდებენ, ხშირად ვიკითხოთ საღმრთო წიგნები. მეც ვცდილობ, წავიკითხო, მაგრამ ხშირად მისი შინაარსი არ მესმის. რა აზრი აქვს ასეთ წაკითხვას?

პასუხი: ერთი ადამიანი კითხულობდა საღმრთო წიგნს და არ ესმოდა. ბერმა ამის შესახებ უთხრა: მაინც იკითხე, შენ არ გესმის, მაგრამ ეშმაკებს ესმით, ვერ უძლებენ და გარბიანო.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი ქრისტიანი, უნდა ჩაერიოს თუ არა სხვების დავასა და კამათში, ამით თვითონაც ხომ არ შესცოდავს?

პასუხი: თუ ადამიანი სხვების კამათში ისე ჩაერევა, რომ თავადაც იკამათებს და იჩხუბებს, რა თქმა უნდა, შესცოდავს. ძმური სიყვარული ჩვენგან არა მხოლოდ შეძლებისდაგვარად ყველასთან მშვიდობის შენარჩუნებას მოითხოვს, არამედ სხვებს შორისაც მშვიდობიანობის ჩამოგდებას. ჭეშმარიტი ქრისტიანი გულგრილად ვერ უყურებს ერთმანეთთან მტრულად დამოკიდებულ ახლობელ ადამიანებს და ყველანაირად ეცდება, რომ აღმოფხვრას მათ შორის დაპირისპირება.

კითხვა: ითვლება თუ არა აზარტული თამაშები ცოდვად?

პასუხი: აზარტული თამაშები, რა თქმა უნდა, ცოდვად ითვლება, რადგან მის გზაზე შემდგარი ადამიანი კარგავს უმთავრესს, რაც უფლისგან ებოძა – ეს არის ნების თავისუფლება და ის აზარტის ვნებას ემონება. როგორც წესი, აზარტული თამაშების დასასრულს მოგებული მხოლოდ ბოროტი ძალა რჩება. ხოლო ადამიანს კი ეს ყოველივე სულიერად და მატერიალურად აკოტრებს, აცარიელებს და სასოწარკვეთაში აგდებს, რაც თავის მხრივ, კიდევ უმძიმესი ცოდვაა.

კითხვა: ჩემი ნათლია უკვე წლებია, უცხოეთში გაემგზავრა, იქ ცხოვრობს და ჩემთან ურთიერთობა არ აქვს. მაწუხებს ეს ამბავი, რა შემიძლია გავაკეთო და ვინ შეასრულებს ჩემთვის ნათლიის მოვალეობას?

პასუხი: ნათლიის მოვალეობაა ნათლულის სწორ გზაზე დაყენება და ზრუნვა, რომ ის უფალს არ დაშორდეს. ასეთი მოვალეობის შესრულება თქვენთვის შეუძლია თქვენს მოძღვარს, მშობლებს, ახლობლებს. რაც შეეხება თქვენს ნათლიას, შესაძლოა, ის განსაცდელშია და ამიტომაც ვერ მოგაწვდინათ ხმა. გირჩევთ, ილოცოთ მისთვის. თქვენ კი იცხოვრეთ ქრისტიანული მცნებებით, სიკეთითა და სიმშვიდით.

კითხვა: უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ოჯახი მაქვს, შვილებიც დიდები არიან. თავის დროზე მე და ჩემი მეუღლე მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებით შემოვიფარგლეთ. გვინდა, ჯვარი დავიწეროთ. აქვს თუ არა აზრი ასე დაგვიანებით ჯვრისწერას?

პასუხი: ჯვრისწერა დაგვიანებული არასდროს არის. აზრი აქვს კი არა, აუცილებელია. დაიწერეთ ჯვარი, ამით უფრო მეტად გადმოვა უფლის კურთხევა თქვენს ოჯახზე და თქვენი ქრისტიანული ოჯახი დალოცვილი იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი