რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№11

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.03, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რაში მდგომარეობს სიმდაბლე?

პასუხი: სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავს ყველაზე ცოდვილად მიიჩნევს – არავის ამცირებს, არ შეურაცხყოფს, არ განიკითხავს, მხოლოდ საკუთარ თავს უღრმავდება, არ ეძებს არც სიმდიდრეს, არც დიდებას, არც ქებას, არც პატივს, რადგან თავს ყოველივე ამისთვის უღირსად მიიჩნევს, ითმენს დამცირებას, ყვედრებას, ყველას გულთბილად ეპყრობა, ყველას სიყვარულით ემსახურება, ვერ ხედავს თავის კეთილ საქმეებს და მათზე არ ლაპარაკობს. აი, ამგვარ სიმდაბლეს ითხოვს უფალი ჩვენგან.

კითხვა: რით აიხსნება, რომ თანამედროვე მღვდლები, განსაკუთრებით მღვდელმთავრები, ძვირად ღირებული, უცხოური მანქანებით დაჰქრიან, იესო ქრისტე კი ცხენზეც არ ჯდებოდა და თავმდაბლობის გამო ვირით დადიოდა?

პასუხი: არიან მოძღვრები, ვინც ძვირად ღირებული მანქანებით გადაადგილდებიან, მაგრამ არიან ისეთი მღვდლები, ვინც ტრანსპორტით ან ფეხით მოძრაობენ. დაყუდებული ბერები კი, სულაც, მონასტერში ცხოვრობენ. ზოგადად, დღევანდელი ცხოვრების ტემპი მოითხოვს, რომ ადამიანები სწრაფად გადაადგილდებოდნენ, ამისთვის საჭიროა მანქანა, მოძღვარს რაც მეტი დრო დარჩება მრევლისთვის, მით უკეთესი. ამიტომ მანქანა, თუნდაც უცხოური – ანუ ხარისხიანი, შეიძლება სასულიერო პირსაც ჰყავდეს, ისიც ხომ საზოგადოების რიგითი წევრია. თუ სასულიერო პირს მანქანა ჰყავს, ეს არაფერს ცვლის, მთავარია, ის ღვთისგან მონიჭებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდეს.

კითხვა: როგორც ვიცი, სამშობლოს დაცვის დროს მტრის მოკვლა ადამიანს ცოდვად არ ეთვლება. რა განაპირობებს ამას?

პასუხი: სამშობლოს უფალი გვაძლევს და მისი სამსახური ყოველგვარ საკუთარ ამბიციაზე მაღლა უნდა იდგეს. როდესაც ადამიანი ომში საკუთარი ქვეყნის დასაცავად მიდის და არა პირადი ამბიციური ინტერესით, როცა კაცის კვლა გაბოროტებული სულის მოთხოვნილება კი არა, იძულებითი ქმედებაა, როცა თავს მოყვასსა და მამულს სწირავს, ეს არ არის ცოდვა და უფალი შეუნდობს ამ ქმედებას.

კითხვა: რამდენად აუცილებელია დაქორწინებული ადამიანების ჯვრისწერა? ჯვარდაუწერელი ადამიანები ცოდვიანები არიან?

პასუხი: თუ ორი ადამიანი, ვინც შეუღლებას აპირებს, მორწმუნეა და მონათლული, ჯვრისწერა აუცილებელია, რადგან ამ საიდუმოლს აღსრულების შემდეგ მეუღლეები განსაკუთრებულ მადლს იღებენ, რაც მათ ქორწინებას აკურთხებს. ჯვრისწერის შემდეგ ქორწინება იქცევა არა უბრალოდ ორი ადამიანის შეერთებად, არამე საეკლესიო საიდუმლოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი