რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№10

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.03, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

„თბილისელების“ მკითხველის შეკითხვებს მოძღვარი პასუხობს 👇

კითხვა: ნიშნავს თუ არა ეკლესიური წესების ზედმიწევნით დაცვა ქრისტიანულ ცხოვრებას?

პასუხი: მხოლოდ ეკლესიის მიერ დადგენილი წესების სრული აღსრულება, არ ნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანობას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მთავარი ადამიანის სულიერი, შინაგანი მდგომარეობაა, მხოლოდ რიტუალების შესრულებით ვერ ვიქნებით ქრისტიანები. კარგი საათიც სწორად მუშაობს, მაგრამ ვინ იტყვის, რომ მასში არის სიცოცხლე?! ხშირად ხდება, რომ ეკლესიაში მრევლი წლების განმავლობაში დადის, ეზიარება, წირვა-ლოცვას არ აცდენს, მარხულობს, მაგრამ ისეთი უმადლოა, მზად არის ადამიანს ეჩხუბოს, შეაჩვენოს, დაწყევლოს და ასე შემდეგ. ეს არ არის ქრისტიანობა, ამას არ გვასწავლის უფალი, ასეთი „მორწმუნის“ შემხედვარე ეკლესიაში ახალფეხშედგმული ადამიანიც ბრკოლდება და ამბობს, ნუთუ ასეთია ჭეშმარიტი ქრისტიანი?! და მას შესაძლოა, აღარ მოუნდეს ტაძარში კვლავ მისვლა. ქრისტიანობა არის საკუთარ თავზე დაკვირვება, მისი დახვეწა და სრულყოფა, მოყვასის სიყვარული და სიმშვიდე.

კითხვა: ნუთუ არ შეიძლება, ადამიანი დამოუკიდებლად, ღმერთის გარეშე იყოს კეთილი და სათნო?

პასუხი: კეთილ საქმეებს, რა თქმა უნდა, წარმართებიც აკეთებდნენ, მაგრამ ადამიანი უფლის მადლის გარეშე, მხოლოდ საკუთარი ძალებით მუდმივად სიკეთეს ვერ იქმს. ჩვეულებრივი მოკვდავი სუსტია, მას არ შეუძლია, დამოუკიდებლად, ღმერთის ძალისა და დახმარების გარეშე სრულყოფა. მხოლოდ უფლის წიაღში შეძლებს ადამიანი, იყოს ჭეშმარიტად კეთილი.

კითხვა: როგორ უნდა შეიტყოს ადამიანმა ღმერთის ნება?

პასუხი: ცხოვრებაში ბევრი რამ ირკვევა პირდაპირი მცნებებით, ასეთ შემთხვევაში საფიქრალიც არაფერია, რადგან პირდაპირ უნდა შეასრულო, რაც ისედაც ცნობილია, მაგრამ როდესაც ისე ხდება, რომ ღმერთის ნება ნათელია, თუმცა მას კონკრეტულ შემთხვევას ვერ ვუსადაგებთ, უნდა გადავხედოთ ადრინდელ გამოცდილებას როგორც საკუთარს, ისე სხვებისას. ასეთ დროს აუცილებელია მოძღვართან საუბარი, ლოცა, რისი საშუალებითაც უფალი გვაძლევს გულისხმისყოფას, თუ როგორ მოვიქცეთ, ხოლო, როცა შეიტყობ უფლის ნებას, შემდეგ უნდა ილოცო, რომ ღმერთი შეგეწიოს მის აღსრულებაში.

კითხვა: ხატების მთხვევა მათ პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავს. თუ არსებობს რაიმე წესი, როგორ უნდა ვემთხვიოთ მათ სწორად?

პასუხი: დიახ, არსებობს გარკვეული წესები, მაგალითად, როდესაც ვემთხვევით მაცხოვრის ჩვენის, იესო ქრისტეს ხატს, მას უნდა ვეამბოროთ ფეხებზე, ღვთისმშობელი მარიამისა და წმიდანების ხატებს უნდა ვემთხვიოთ ხელებზე, ხოლო მაცხოვრის ხელთულქმნელ ხატს (რომელზეც მარტო უფლის სახე და თმა არის გამოსახული) და წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავს – თმაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი