რელიგია

განვითარებული კულტურა თუ ღვთის სასოება

№2

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.01, 2021 წელი

ლოცვის შესახებ
დაკოპირებულია

ევროპელებს მემკვიდრეობითი ჩვეულებები აქვთ და კულტურა ისწავლეს. ამრიგად, კულტურულობის ჩვეულების გამო ისინი ქაღალდს ნაგვის ურნაში აგდებენ, მაგრამ ჩვენ ასეთი კულტურა არ გვქონია. ჩვენ ღვთის შიში გვქონდა, ახლა კი მისგან აღარაფერი დაგვრჩა. ამიტომ ვქმნით კანონებს აბორტზე, განქორწინებაზე, მემრუშეობიდან გადასახადების გადახდაზე და ასე შემდეგ.

***
ოდღესღაც ადამიანები ძალზე უბრალოდ, იმ კეთილმოწყობილი პირობების გარეშე ცხოვრობდნენ, რაც დღეს გვაქვს. მახსოვს, ადრე ათონის მთაზე მოსვლის მსურველნი ჩადიოდნენ ტრიპიტაში (ნავსადგური ურანოპოლისის მახლობლად), დიდ შავ ქსოვილს გაშლიდნენ (ჩვეულებრივ, კაბას) და ელოდნენ, როდის გამოჩნდებოდა მოპირდაპირე ემულიანის კუნძულიდან ხალხით სავსე იალქნიანი ნავი.
***
ბერმა სკოპიეს მცხოვრებთა გაუგონარი პრეტენზიების შესახებ თქვა: „ხალხნო! საკმარისია, ბოშამ ფუსტანელა (მოკლე, ნაოჭიანი ქვედა კაბა ბერძნულ ეროვნულ სამოსში) ჩაიცვას, რომ მაშინვე ევზონი (საბერძნეთის სამეფო გვარდიის ოფიცერი) ხდება.
***
უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი სხვადასხვაგვარად იჩენენ სიყვარულს ელადის მიმართ. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებენ დემონს რაიმე ცუდის გასაკეთებლად, თუ ეს დიდი მადლის მიზეზი გახდება.
***
ევროპელებს განვითარებული კულტურა აქვთ, ჩვენ კი ღვთის სასოება გვაქვს. მათთვის მუხრუჭი კულტურაა, ჩვენთვის კი – შიში ღვთისა. მაგრამ ახლა ღვთისმოსაობას ვკარგავთ. კულტურა კი არ გვაქვს და საერთოდ ვიღუპებით.
***
ახლა ჩვენში რაღაც უწესრიგობაა. მაგრამ სხვაგან უარესია, რადგან იდეალები საერთოდ არ გააჩნიათ. ამ რთულ დროში ჩვენი ვალია, ყველა სხვა ხალხებს მართლმადიდებლობის ნათელი მივუტანოთ, რადგან ყველა ადამისა და ევას შვილები ვართ. ხორციელად ყველა ერთმანეთის ძმები ვართ. მართლმადიდებლებთან კი, ბუნებრივია, ხორციელადაც ძმები ვართ და სულიერადაც.
***
ადამიანებზე ტელევიზიის გავლენასთან დაკავშირებით ბერმა თქვა: „ტელევიზიას დიდი ზიანი მოაქვს, ამიტომ მას ნუ უყურებთ. უკანასკნელი ცნობები რადიოდან შეიტყვეთ. ტელევიზიაში გადაცემების უმეტესობა დეპუტატებს აქებს“.
***
აქ ერთი სახელად ქრისტიანი მოვიდა, რომელმაც სიხარულით გვიამბო, რომ ვინმე გაღატაკებული ადამიანისგან მთელი ტიპოგრაფიული მოწყობილობა იყიდა. მას უხაროდა, რომ მოყვასის სიღატაკის ხარჯზე გამდიდრების მოხერხებული შემთხვევა მიეცა. ქრისტიანული სიყვარულისთვის ეს უცხოა.
ბერი პაისი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი