რელიგია

დემონებით შეპყრობილი ადამიანების შესახებ

ავტორი: „თბილისელები“ 14:14 17.11, 2020 წელი

დემონებით შეპყრობილი
ადამიანები
დაკოპირებულია

ბერი ხშირად საუბრობდა შეპყრობილებზე და ძალზე განიცდიდა მათ მდგომარეობას. გამუდმებით მათი გათავისუფლება სურდა. ამ მონათხრობიდან ცხადად ჩანს, რომ ბერი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ებრძოდა დემონებს, გამუდმებით, მხურვალედ ლოცულობდა, რითაც მათ ბოლოს და ბოლოს ამარცხებდა და ადამიანებისთვის სიმშვიდე და სიწყნარე მოჰქონდა. მაშ ასე, ბერმა გვიამბო:
სუროტის წმიდა სავანეში ერთი შეპყრობილი მოვიდა. მას შუა ეკლესიაში შეტევა დაემართა, პირიდან ქაფი გადმოსდიოდა და ყვიროდა. წმიდა არსენ კაპადოკიელის თავი ავიღე და დავადე. მან დაიღმუვლა და დაეცა. წმიდანის თავი საბრალოს თავზე შევახე და მეც და მონაზვნებმაც ლოცვა დავიწყეთ. მაშინ მან სპაზმურად გრეხა დაიწყო და თითქოს უგონოდ გაშეშდა. დემონი გამოვიდა! როცა საბრალო გამოკეთდა, წმიდა არსენსა და ჩვენ მადლობას გვიხდიდა. მას შემდეგ ის გამუდმებით მოდიოდა წმიდა სავანეში და ძღვენი მოჰქონდა. როცა მონასტერი დაკეტილი დახვდებოდა. ძღვენს ჭიშკართან ტოვებდა და მიდიოდა.
ერთხელ ამ ადამიანმა თითქოსდა სიზმარში იხილა წმიდა არსენი, რომელმაც ამის გაკეთება აუკრძალა და უთხრა: „წადი მონასტრიდან და აქ აღარ დაბრუნდე“. მან ეს ძალზე მკაცრი ხმით უთხრა და ყველაფერი უჩინარი გახდა. ეს ადამიანი ძალზე განაწყენდა და მონასტერი სიტყვის უთქმელად დატოვა. მაშინვე გაუჩნდა ზრახვები: „ისეთი უწმინდური ვარ, წმიდანს ჩემი დანახვაც არ უნდა, არ სურს, რომ ამ მონასტერში დავდიოდე“.
ის სასოწარკვეთილებას მიეცა. კვლავ ცოდვილ, უწინდელზე უარეს ცხოვრებას დაუბრუნდა და ისევ შეპყრობილი გახდა. მაგრამ ამჯერად უფრო უარესი დაემართა. ის უკვე თავის ოჯახსაც სტანჯავდა. დემონებს ებრძოდა და მათ ცხადად ხედავდა. ის მამაცი მებრძოლი იყო. დემონები სცემდნენ, მიწაზე აგდებდნენ, ის კი ამბოდა: „ყველა ერთად არ მომიახლოვდეთ, სათითაოდ მოდითო“. მას დემონური თავდასხმები ჰქონდა. რასაკვირველია, წარმოთქვამდა იესოს ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ყოველთვის, როცა ამ ლოცვას წარმოთქვამდა. დემონები ჩასჩურჩულებდნენ: „ამ სახელს ნუ წარმოთქვამ გამუდმებით იმეორე: „კაზანძაკის, კაზანძაკის“ ან რაიმე სხვა სახელი“. მან დაიჯერა, რომ ამ სახელებს ლოცვის ძალა ჰქონდა და ისინი ქაღალდზე ჩაიწერა.
მოგვიანებით საბრალო მოვიდა და ათონის მთაზე მიპოვა. ჩემს სენაკში შემოვიდა და მიამბო ახალ, კიდევ უფრო უარეს დემონურ მდგომარეობაზე, რომლის დროსაც კვლავ ეცემოდა. მთხოვა, მისთვის მელოცა. მცირეოდენი შეჭამა და დივანზე დასასვენებლად მივაწვინე, თავად კი მისთვის ლოცვა დავიწყე. მოულოდნელად (მე ვიყავი ოთახში, სადაც ის ისვენებდა) სტვენა გაისმა. თითქოს ჭურვი მოფრინავდა: საბრალო მაშინვე დემონებმა შეიპყრეს და ოთხ-ხუთ მეტრზე ისროლეს. მან ბრდღვინვა დაიწყო და პირიდან ქაფი სდიოდა. მასში დაბუდებული დემონები უყვიროდნენ და ემუქრებოდნენ. ისინი ურცხვ სიტყვებს ეუბნებოდნენ და სამოსს ახევდნენ – მის გაშიშვლებას ცდილობდნენ. დემონებს ვერ ვხედავდი, მხოლოდ ჰაერში აფრიალებულ მის სამოსს ვხედავდი და მათ მიერ წარმოთქმული უსიამოვნო სიტყვები მესმოდა, მაგრამ მათ დაუყოვნებლივ ვივიწყებდი. აღარ ვიცოდი, რა მექნა, მაგრამ გონს სწრაფად მოვედი. ზედა ოთახში ავედი, წმიდა არსენ კაპადოკიელის თითი ავიღე და შეპყრობილის სხეულს მისით ჯვარს ვსახავდი, თან სხვადასხვა ლოცვას წარმოვთქვამდი. ის მცირე ხნით დაწყნარდა, მაგრამ როგორც კი გავჩერდი, იგივე განმეორდა. ეს მდგომარეობა ორ-სამ საათს გაგრძელდა. შემდეგ ყველაფერმა გაიარა. საბრალომ ტირილი დაიწყო და მადლობას მიხდიდა, მან მითხრა, რომ ოთხი დემონი დაესხა თავს და კედელზე ახეთქებდნენ, მეხუთე კი ცხვირზე ექაჩებოდა. მას შემდეგ ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს.
სქიმმონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და მოღვაწეობა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი