რჩევები

ვაშლის „პეროგი“

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.03, 2023 წელი

ვაშლის პეროგი
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ვაშლის „პეროგი“

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 4 ცალი ვაშლი

🔸 3 კვერცხი

🔸150 გრამი შაქარი

🔸 150 გრამი არაჟანი

🔸 80 მილილიტრი ზეთი

🔸 250 გრამი ფქვილი

🔸 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

🔸 მწიკვი მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ არაჟანი, ზეთი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და მოამზადეთ ცომი. შეურიეთ გათლილი და კუბიკებად დაჭრილი ვაშლი და გადაიტანეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. ზედაპირი გააფორმეთ თხლად დაჭრილი ვაშლით ისე, რომ ვარდის ფორმა მიიღოს. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი