რჩევები

ვაშლის დიეტა და 5 დღეში მინუს 4 კილოგრამი

№36

ავტორი: ანი რევია 11:00 13.09, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტით 5 დღეში, მინიმუმ, 4 ზედმეტ კილოს დაიკლებთ და თან, ჯანმრთელობასაც გაიკაჟებთ.

აუცილებელია, დიეტის განმავლობაში სვათ ბევრი წყალი, მწვანე ან სხვა მცენარეული ჩაი. გამორიცხეთ ყავა. თუ იგრძნობთ, რომ მენიუ არ გაკმაყოფილებთ, დღის რაციონს 2-3 ვაშლი დაუმატეთ.

პირველი დღე👇

საუზმე: გახეხეთ 2 ვაშლი, დაუმატეთ ცოტა თხილი ან ნიგოზი და მოასხით ლიმონის წვენი.

სადილი: მსხვილ სახეხზე გახეხეთ სამი ვაშლი, წვრილად დაჭერით ოხრახუში და მწვანე ხახვი. ყველაფერი აურიეთ და მოაყარეთ მოხარშული და გახეხილი კვერცხის ცილა. ბოლოს კი ჩაის კოვზით ზეითუნის ზეთი მოასხით.

ვახშამი: მიირთვით 2 ცალი ვაშლი.

მეორე დღე👇

საუზმე: ერთი მუჭა მოხარშული ბრინჯი და 3 ვაშლი. შეგიძლიათ, ერთმანეთში არეულიც მიირთვათ.

სადილი: გათალეთ 3 ვაშლი, გამოაცალეთ კურკები, დაჭერით 4 ნაჭრად. თითოეულ ნაჭერს დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი. ამოალაგეთ ნაჭრები წყლიდან და გააკეთეთ პიურე. დაუმატეთ ერთი ლიმონის გახეხილი კანი და წვენი. ერთი მუჭა მოხარშული, უმარილო ბრინჯი.

ვახშამი: ერთი ულუფა უმარილო მოხარშული ბრინჯი.

მესამე დღე 👇

საუზმე: 2 ვაშლი და ნახევარი შეკვრა ხაჭო.

სადილი: დაჭერით ვაშლი პატარა ნაჭრებად და მოასხით ლიმონის წვენი. უცხიმო ხაჭოს შეურიეთ დაჭრილი თხილი ან ნიგოზი, მოასხით ერთი სუფრის კოვზი თაფლი, დაუმატეთ ვაშლის ნაჭრები და მიირთვით

ვახშამი: 100 გრამი ხაჭო.

მეოთხე დღე👇

საუზმე: გახეხეთ 2 სტაფილო და 1 ვაშლი. შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით ზეითუნის ზეთი.

სადილი: იგივე სალათა, რაც საუზმეზე მიირთვით, ოღონდ ზეთის ნაცვლად მოასხით თაფლი, ზემოდან კი მოაყარეთ ლიმონის გახეხილი ცედრა.

ვახშამი: 2 ცალ ღუმელში შემწვარ ვაშლს გულში ჩაასხით თითო ჩაის კოვზი თაფლი და მიირთვით.

მეხუთე დღე👇

საუზმე: მოხარშეთ 1 მოზრდილი სტაფილო და ერთი საშუალო ჭარხალი. გააგრილეთ, გახეხეთ და მოასხით ზეითუნის ზეთი.

სადილი: მოხარშეთ ჰერკულესის ფაფა და დაუმატეთ გახეხილი ვაშლი

ვახშამი: გახეხეთ 2 სტაფილო, მოაყარეთ ყავისფერი შაქარი ან მოასხით თაფლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი