რჩევები

წონაში მარტივად დასაკლები საზაფხულო დიეტა

№23

ავტორი: ანი რევია 11:00 14.06, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა 5-დღიანია, არ მოითხოვს კალორიების მკაცრ კონტროლს და არც რთული კერძების მომზადებას. მთავარია, დღის რაციონი დაიცვათ, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა არ დაიზაროთ და წონაში მარტივად მოიკლებთ.

👉დიეტის განმავლობაში მიირთვით დიდი რაოდენობით სეზონური ხილი, კენკრა, ნესვი, საზამთრო, რათა ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით უზრუნველყოთ, მეტაბოლიზმი გაიუმჯობესოთ, მოგემატოთ ენერგია და შიმშილის შეგრძნებისგანაც გათავისუფლდეთ.

👉შეგიძლიათ, ასევე, მიირთვათ იოგურტი, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და თავიდან აგაცილებთ ყაბზობას. შეზღუდეთ გაზიანი სასმელები. სვით ბევრი წყალი. კარგი იქნება, თუ ჭამის შემდეგ, ლიმონიან წყალს დალევთ. რაც შეიძლება, მეტი იარეთ ფეხით, რადგან სიარულის დროს, სისხლი ჟანგბადით მდიდრდება, ნივთიერებათა ცვლა და მეტაბოლიზმი უმჯობესდება, შედეგად კი ზედმეტი კილოგრამებისა და ტოქსინებისგან თავისუფლდებით.

საუზმე: მწვანე ჩაი ან უშაქრო ყავა, 2 ცალი ქათმის სოსისი, შავი პური და 1 მოხარშული კვერცხი.

სადილი: მაწვნის ცივი წვნიანი – მოხარშული კარტოფილით, კიტრით, მწვანე ხახვით, კამითა და კვერცხით; 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის ფილე.

ვახშამი: დაბალკალორიული მაწონი, იოგურტი ან კეფირი კენკრით.

შუალედებში აუცილებლად მიირთვით ხილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი