რჩევები

ცხიმის დამწველი და წონაში მარტივად დასაკლები 4-დღიანი დიეტა გოგრით

№47

ავტორი: ანი რევია 11:00 29.11, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა დაგეხმარებათ ორგანიზმში არსებული ცხიმის ადვილად დაწვასა და წონაში დაკლებაში. გოგრა დაბალკალორიული პროდუქტია, ამიტომ, მისი მიღებით სტაბილურად დაიკლებთ წონაში და, რაც ყველაზე მთავარია, თუკი მკაცრად დაიცავთ ყველა რეკომენდაციას, ზედმეტი წონა უკან აღარ დაგიბრუნდებათ.

თუკი საკვების მიღების შუალედში მოგშივდათ, მიირთვით მოხარშული გოგრა ან ვაშლი. სასურველია საუზმე, სადილი და ვახშამი მიირთვათ ერთსა და იმავე დროს.

მაქსიმალური შედეგის მისაღებად, არ ივახშმოთ 6 საათის შემდეგ. დიეტის დროს შეამცირეთ მარილი, ამოიღეთ რაციონიდან შაქარი და გაზიანი სასმელები. არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება.

პირველი დღე

საუზმე: გოგრის ფაფა უცხიმო იოგურტით და უშაქრო ჩაი ან ყავა.

სადილი: გოგრის წვნიანი.

ვახშამი: მოშუშული გოგრა.

მეორე დღე

საუზმე: გოგრის ფაფა და უშაქრო ჩაი ან ყავა.

სადილი: დიეტური წვნიანი და გოგრის კატლეტი.

ვახშამი: ღუმელში გამომცხვარი ვაშლი.

მესამე დღე

საუზმე: გოგრის ფაფა უცხიმო იოგურტით და უშაქრო ყავა ან ჩაი.

სადილი: ძროხის ხორცის გუფთა, რამდენიმე ნაჭერი გოგრა.

ვახშამი: მოხარშული გოგრის სალათა ანანასით.

მეოთხე დღე

საუზმე: გოგრის ფაფა და უშაქრო ჩაი ან ყავა

სადილი: ბორშჩი ან ბოსტნეულის წვნიანი, ღუმელში შემწვარი გოგრა.

ვახშამი: ბოსტნეულის რაგუ გოგრითა და მცენარეული ზეთით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი