რჩევები

წიწიბურას, კიტრისა და სტაფილოს წვენის ერთკვირიანი დიეტა და მინუს 5 კილოგრამი

№33

ავტორი: ანი რევია 11:00 15.08, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა მათთვის არის, ვისაც ორგანიზმის გასუფთავება და იმავდროულად, ჯანმრთელობის დაუზიანებლად გახდომა სურს. წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით კვირაში 5 კილოგრამამდე დაკლებას შეძლებთ. კიტრი დაგეხმარებათ, ზედმეტი სითხე გამოდევნოს ორგანიზმიდან და იმავდროულად, არ გამოიწვიოს გაუწყლოება. სტაფილო კი ნაწლავებს მინერალებითა და ვიტამინებით გამოკვებავს.

საღამოს მოხარშეთ 2 ჭიქა წიწიბურა 5 ჭიქა წყალში. გაღვიძებისთანავე, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი, ნახევარი საათის შემდეგ კი მიირთვით წიწიბურას მესამედი, კეფირთან ან მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან სტაფილოს წვენი. სადილზე მიირთვით წიწიბურას მეორე ულუფა, 1 ცალი კიტრი და ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი. ვახშამზე კი – მესამე ულუფა წიწიბურა და კიტრი. შუალედებში, აუცილებელია 2 ლიტრამდე სითხის მიღება – სუფთა წყალი ან სტაფილოს წვენი.

დიეტის ხანგრძლივობა 7 დღეა. მისი დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, დილაობით კვლავ წიწიბურა მიირთვათ და სვათ სტაფილოს წვენი, რაც მიღწეული წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ დიეტის გამეორება, მხოლოდ 1 თვის შემდეგ შეიძლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი