რჩევები

ცილოვანი დიეტა და შიმშილის გარეშე 1 კვირაში მინუს 4 კილოგრამი

№16

ავტორი: ანი რევია 11:00 26.04, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

თუ მომატებული კილოგრამების დაკლება გსურთ, ცილოვანი დიეტა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ზოგადად, ცილა მნიშვნელოვანი ელემენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, მაღალი რაოდენობის ცილების შემცველი დიეტა, ძალიან პოპულარულია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ცილოვანი დიეტა 7 დღე გრძელდება. ამ დროს, საკვები მცირე ულუფებით უნდა მიიღოთ, ყოველ 3 საათში, დღეში 5-ჯერ. რაციონიდან გამორიცხეთ ნახევარფაბრიკატები და გაყინული პროდუქტები. უპირატესობა მიანიჭოთ ძროხისა და ფრინველის უცხიმო ხორცსა და თევზს.

პირველი საუზმე – იოგურტი, უცხიმო კეფირი ან ხაჭო, 2 კვერცხი, ჩაი ან ყავა.

მეორე საუზმე – მწვანე ვაშლი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი ან კივი.

სადილი – მოხარშული ან გამომცხვარი ქათამი ბოსტნეულთან ერთად, გარნირად კი – 5 სუფრის კოვზი მოხარშული რუხი ბრინჯი, წიწიბურა, ოსპი ან შვრია.

ხემსი – მწვანე ვაშლი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი ან კივი.

ვახშამი – თევზი, ხბოს ხორცი, ზღვის პროდუქტები ან ქათამი ბოსტნეულის სალათასთან ერთად, ჩაი ან ცოტა წყალში გაზავებული ახალგამოწურული ხილის წვენი.

დიეტის გამეორება თვეში ერთხელ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ დაღლილობის შეგრძნება და ძილიანობა გაგიჩნდათ, გაზარდეთ ნახშირწყლების რაოდენობა.

ცილოვანი დიეტის უპირატესობა ისაა, რომ საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე დღეში დაიკლოთ 4-5 კილოგრამი, თანაც, შიმშილის გარეშე. თუმცა ასეთი დიეტა თვეში მხოლოდ ერთხელაა რეკომენდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი