რჩევები

სოკოს 6-დღიანი დიეტა

№11

ავტორი: ანი რევია 11:00 20.03, 2023 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

სოკო დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, რითაც ხელს უწყობს მის წმენდას. ამ დიეტის დაცვით ორგანიზმსაც გაასუფთვებთ შლაკებისა და ტოქსინებისგან და წონაშიც დაიკლებთ. მთავარია, დიეტის დროს გამორიცხოთ ალკოჰოლური სასმელი და მენიუდან ამოიღოთ შემწვარი და ცხარე კერძები. ასევე, მოერიდეთ ტკბილეულსა და ცომეულს.

თუ გაწუხებთ ალერგია, ჰიპერტენზია, ღვიძლის, თირკმლის ან კუწ-ნაწლავის დაავადებები, მაშინ სოკოს დიეტაზე უარი უნდა თქვათ.

პირველი დღე

საუზმე – შვრიის ფაფა ხილით, უშაქრო ჩაი.

სადილი – სოკოს წვნიანი ნიახურით, უცხიმო მოხარშული წიწიბურა.

ვახშამი – ზეითუნის ზეთით შეზავებული ბოსტნეულის სალათა და უშაქრო მწვანე ჩაი ლიმონით.

მეორე დღე

საუზმე – წყალზე მოხარშული წიწიბურა, უშაქრო ლიმონიანი ჩაი.

სადილი – ჩაშუშული სოკო პომიდვრითა და მწვანილებით, ხილის წვენი.

ვახშამი – გახეხილი სტაფილოს სალათა მწვანილებითა და ზეითუნის ზეთით.

მესამე დღე

საუზმე – მოხარშული ბრინჯი უცხიმოდ, ახალგამოწურული ხილის წვენი.

სადილი – სოკოს ბულიონი, 2 ცალი სოიის კატლეტი.

ვახშამი – მოხარშული ჭარხლის სალათა ზეითუნის ზეთით.

მეოთხე დღე

საუზმე – შვრიის ფაფა ხილით, უშაქრო ლიმონიანი ჩაი.

სადილი – მოხარშული ბრინჯი სოკოთი და გახეხილი სტაფილოთი.

ვახშამი – მწვანე სალათის ფურცლები მოხარშული სტაფილოთი, კიტრით, მწვანილებითა და ზეითუნის ზეთით.

მეხუთე დღე

საუზმე – წყალზე მოხარშული წიწიბურა, უშაქრო ჩაი ლიმონით.

სადილი – ჩაშუშული სოკო მწვანილებით, ხილის წვენი.

ვახშამი – მოხარშული ბოსტნეულის სალათა ლიმონის წვენით.

მეექვსე დღე

საუზმე – მოხარშული ბრინჯი, უშაქრო პიტნის ჩაი.

სადილი – სოკოს ბულიონი, ხილის წვენი.

ვახშამი – ცოცხლად გახეხილი სტაფილოს, სალათის ფურცლებისა და კიტრის სალათა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი