რჩევები

საჭმლის მონელების მოსაწესრიგებელი და წონაში ადვილად დასაკლები მაწვნის დიეტა

№3

ავტორი: ანი რევია 11:00 24.01, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

მაწონი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის აწესრიგებს საჭმლის მონელებას და ბევრ პათოლოგიურ მდგომარეობას უხდება. თუ გადაწყვიტეთ, ტანადობა დაიბრუნოთ, ამაში მაწვნის 5-დღიანი დიეტა დაგეხმარებათ. მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1 800-1 200 კილოკალორიამდე შემცირება, რისთვისაც იზღუდება ან რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები – შაქარი, პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი. იზღუდება ცხიმებიც. დღიური ნორმის ნახევარი მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს. სასურველია, ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები უცხიმო მიირთვათ. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს – სალათა, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი. წყლის ოდენობა კი დღე-ღამეში 1,5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. ამაში შედის 1 ლიტრი მაწონი, რომელიც დროდადრო შეიძლება, შეიცვალოს სხვა რძემჟავა სასმლით – კეფირით, იოგურტით ან ბოსტნეულის წვენით. დანარჩენ წყალს კი, საკვებიდან იღებთ. საკვები სასურველია მიირთვათ ერთსა და იმავე დროს.

საუზმე: 1 ჭიქა მაწონი.

მეორე საუზმე: 2 ვაშლი, 1 ჭიქა მაწონი ან 1 ჭიქა ხილის ახალგამოწურული წვენი.

სადილი: ბოსტნეულის სალათა, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.

სამხარი: 1 ჭიქა მაწონი.

ვახშამი: ყველის ნაჭერი პურის პატარა ნაჭერთან ერთად.

ძილის წინ – 1 ჭიქა მაწონი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი