რჩევები

როგორ უნდა შეინარჩუნოთ მოვლილი ხელები და იდაყვები

№36

ავტორი: ანი რევია 11:00 16.09, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ხელებს და იდაყვებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან წლების მატებასთან ერთად, სწორედ, ხელი და იდაყვი ამხელს ადამიანის ნამდვილ ასაკს.

👉ხშირად გამოიყენეთ ხელის კრემი, განსაკუთრებით წყალთან შეხების შემდეგ. წყალი და საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებები კანს აშრობს. შეიზილეთ კრემი კანში და არ დაგავიწყდეთ ხელისგულების გვერდითი კიდეები;

👉ყოველდღიურად შეიზილეთ სპეციალური ზეთი ან კრემი ნუნის არეში, რომელიც მას დაარბილებს და ფრჩხილების ჯანსაღ ზრდას დაეხმარება. უკეთესი ეფექტის მისაღებად, ეს პროცედურა სჯობს, ძილის წინ გაიკეთოთ;

👉ასაკთან ერთად, ფრჩხილები აშრევებას იწყებს და იმტვრევა. გაიპრიალეთ ისინი სპეციალური ჯაგრისით და წაისვით დამატენიანებელი კრემი;

👉საპონი კანს აშრობს, ამიტომ გამოიყენეთ დამატენიანებელი დანამატების შემცველი დასაბანი საშუალებები;

👉ხშირად იხმარეთ სკრაბი, რომ მკვდარი უჯრედები მოშორდეს. ასე ხელის კრემს, კანის ღრმა ფენებში უკეთ შეწოვის საშუალება მიეცემა;

👉განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ იდაყვებს, იქ ნაოჭები განსაკუთრებით შესამჩნევია;

👉ყოველ კვირას ან ორ კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მანიკიური და პედიკიური. კარგია თითებისა და მტევნების მასაჟი სისხლის ცირკულაციის მიმართულებით. ამ მიზნით გამოიყენეთ ხელის კრემი ან ნუშის ზეთი. აუზში ცურვის ან ვარჯიშის შემდეგ კი წაისვით მკვებავი კრემი;

👉ხელზე თანაბრად გადაინაწილეთ კრემი, ხოლო ფრჩხილების ფუძეებში ყოველ ღამე შეიზილეთ.

აქვე გასწავლით ხელისა და იდაყვის კანისთვის ძალიან სასარგებლო კრემების რეცეპტებს, რომლებსაც სახლის პირობებში ადვილად მოამზადებთ:

👉თანაბარი რაოდენობით აურიეთ თაფლი და გლიცერინი. ეს საშუალება ეფექტურია კანის გაუხეშებული უბნის, კერძოდ, იდაყვების მოსავლელად. რამდენიმე დღეში, კანი ხავერდოვანი და ნაზი გახდება;

👉იდაყვებზე გაუხეშებული კანი ლიმონის ნაჭრით გაიწმინდეთ და რამდენიმე დღეში კანის შეხება სასიამოვნო გახდება, ერთ თვეში კი, საერთოდ გაქრება გარქოვანებული უჯრედები. მუქი ლაქების მოსაშორებლად კი იდაყვი 15 წუთით მოათავსეთ ლიმონის ახალგამოწურულ წვენში;

👉თაფლი კარგად არბილებს კანს. ასევე, შესანიშნავი ანტისეპტიკია. ხელის მტევნებზე წაისვით თაფლი და 15 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ხელის კრემი;

👉შეათბეთ ზეითუნის ზეთი და მასში მოათავსეთ ხელის მტევნები. შემდეგ, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და დილამდე დაიტოვეთ;

👉მტვრევადი ფრჩხილების გამაგრება შესაძლებელია მარტივი ნარევით – თითები 10 წუთით მოათავსეთ თანაბარი რაოდენობის ძმრისა და ზეთის ნარევში;

👉ზეთს დაუმატეთ 3 წვეთი იოდი და 5 წვეთი გლიცერინი. ჩააწყვეთ ხელები ნარევში 10 წუთით, შემდეგ ხელსახოცით შეიმშრალეთ;

👉ფრჩხილებს ამაგრებს სოდის აბაზანაც – 1 სუფრის კოვზი სოდა გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში, დაუმატეთ 2 წვეთი იოდი და თითები 10 წუთით ამ ნარევში მოათავსეთ;

👉ხელის კანი რომ დაატენიანოთ, კარტოფილის თბილ ნახარშს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და მოათავსეთ ხელები 5 წუთით. შემდეგ წაისვით კრემი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი