რჩევები

როგორ უნდა მოამზადოთ ბოტოქსის ეფექტის ბრინჯის ნიღბები

№40

ავტორი: ანი რევია 11:00 15.10, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ბრინჯის ნიღაბს მართლაც საოცარი ეფექტი აქვს. რაც მთავარია, მარტივად მოსამზადებელია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ასე რომ, საერთოდ არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე ფულის დახარჯვა. გამოიყენეთ ბრინჯის ნიღბები და ისეთ შედეგს ნახავთ, თავადაც გაოცებული დარჩებით.

✔️ნაოჭების გასასწორებელი და სახის კანის დასაჭიმი ბრინჯის ნიღაბი ნებისმიერი სახის ტიპისათვის: 2 სადილის კოვზი ბრინჯი მოხარშეთ წყალში. წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ბოლომდე არ ჩაშრეს, რადგან ნახარში დაგჭირდებათ. ხარშეთ, სანამ ბრინჯი არ ჩაიშლება. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში შეინახეთ. მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ ერთი ჭიქა რძე და კიდევ ხარშეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ, დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ, სანამ ნიღაბი მთლიანად არ გაშრება. ჩამოიშორეთ შენახული ბრინჯის ნახარშით, ცოტა ხანს შეიშრეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღბის მთლიანად მოშორების შემდეგ არ დაგავიწყდეთ მკვებავი კრემის წასმა. გაიკეთეთ ეს ნიღაბი 3 დღე მიყოლებით და ერთი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. გარდა იმისა, რომ ნიღაბს ბოტოქსის ეფექტი აქვს და ასწორებს არა მხოლოდ წვრილ ნაოჭებს, ის კანის ფერსაც აუმჯობესებს.

თუ გსურთ ასაკშიც კი ფაიფურივით ლამაზი და სუფთა კანი გქონდეთ, ამისთვის ბრინჯის ნიღბები ბუნებრივი და უსაფრთხოა. ახალგაზრდული კანის შენარჩუნებისა და გახანგრძლივებისთვის ძალიან ეფექტური დამხმარეა ბრინჯის ფქვილი. მის მისაღებად შეგიძლიათ, ყავის საფქვავი გამოიყენოთ.

✔️ბრინჯისა და რძის სახის კანის დამამშვიდებელი ნიღაბი/სკრაბი სახის კანის ნებისმიერი ტიპისთვის: 2-3 ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი კარგად გახსენით 1 სუფრის კოვზ თბილ რძეში და წაისვით სახეზე. 3 წუთის შემდეგ კი, თითების მოძრაობით შეიზილეთ. პროცედურა 5 წუთის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

✔️ბრინჯის ფქვილის დამამშვიდებელი კომპრესები: 3 ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილს შეურიეთ 200 მილილიტრი თბილი წყალი. მომზადებულ ნარევში კარგად დაასველეთ ბამბის პირსახოცი ან ნიღბის სპეციალური ნაჭერი, ოდნავ გაწურეთ და სახეზე და ყელზე დაიდეთ. წამოწექით ამ კომპრესით 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი სახის კანი ნაზად გაიწმინდეთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცით.

✔️ბრინჯის მატონიზირებელი ყინული მოშვებული სახის კანისთვის: მოამზადეთ ნარევი ისე, როგორც კომპრესისთვის ამზადებთ. ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. გაიწმინდეთ სახე ყოველ დილა-საღამოს მაკიაჟის მოცილების შემდეგ.

✔️ბრინჯისა და არაჟნის სახისა და ყელის კანის დამარბილებელი ნიღაბი: 1 სუფრის კოვზ ბრინჯის ფქვილს შეურიეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი და წაისვით სახესა და ყელზე, 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ბოლოს კი გაიწმინდეთ ბრინჯის ყინულით.

✔️ბრინჯისა და კვერცხის ცილის გამამკვრივებელი ნიღაბი: 2 ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი შეურიეთ 1 კვერცხის ცილას. წაისვით გაწმენდილ სახეზე და 10 წუთის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ კი გაიწმინდეთ ბრინჯის ყინულით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი