რჩევები

როგორ უნდა დაიწყოთ მაკიაჟის გაკეთება დილით

№16

ავტორი: ანი რევია 11:00 29.04, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

დილით სწორად დაწყებული სახის კანის მოვლის პროცედურები და მაკიაჟი სიბერემდე ლამაზი კანის გარანტია. დღის დასაწყისის ყველაზე კარგ ინგრედიენტად კი C ვიტამინი ითლება. ეს არის პირველი, რაც დაბანილ სახეზე ტონიკით გაწმენდის შემდეგ უნდა დაიტანოთ. ზოგადად, ვიტამინი C შეუცვლელი ანტიასაკობრივი საშუალებაა ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის. მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ ამ ვიტამინის მიღება და მზის სხივებზე ყოფნა კანს მგრძნობიარობას მატებს.

ქალბატონების უმეტესობა ყოველ დილას მაკიაჟის გაკეთებით იწყებს. თუმცა, იმაზე ფიქრით, რომ სამსახურში წასვლა არ დააგვიანონ, ამ პროცესში მთელ რიგ შეცდომებს უშვებენ. ამიტომ, შემოგთავაზებთ რჩევებს, როგორ გაიკეთოთ ყოველდღიური მაკიაჟი სწრაფად, უსაფრთხოდ და ლამაზად, ასევე, რა პროდუქტი უნდა გამოიყენოთ და რაზე თქვათ უარი.

ქონსილიერი – ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთება ქონსილიერით უნდა დაიწყოთ და ნამძინარევი, შეშუპებული თვალების უპეები თითების ნაზი მოძრაობით ამ პროდუქტით ამოავსოთ;

მაკიაჟის ბაზა – სანამ კანზე რაიმე პროდუქტს დაიტანთ, აუცილებელია, ბაზა სახეზე გადაინაწილოთ, რადგან მაკიაჟის პროდუქტებში შემავალი მავნე ნივთიერებები კანში არ მოხვდეს. აარჩიეთ შესაფერისი ფერის ბაზა, არ წაისვათ ბევრი ან მუქი ფერის – ეს ყოველდღიური მაკიაჟის წესებს სცდება;

BB და CC კრემი – ყოველდღიურ მაკიაჟში უმჯობესია, ტონალური არ ჩართოთ. თუ თქვენი კანის ფერი ზედმეტად თეთრია, გამოიყენეთ BB ან CC კრემები;

რუჯი – შეარჩიეთ მოვარდისფრო-ოდნავ მოყავისფრო რუჯი და ლოყისა და ღაწვის არეში დაგაინაწილეთ. ეცადეთ, ბევრი არ მოგივიდეთ, რადგან შესამჩნევად ბევრი რუჯი ყოველდღიურობაში არ გამოგადგებათ;

ბრონზერი – არ აქვს მნიშვნელობა, წელიწადის რომელი დრო და სეზონია, ყოველდღიური მაკიაჟის გაკეთებისას ბრონზერი ყოველთვის საჭიროა. შეარჩიეთ თქვენს კანზე ოდნავ მუქი ბრონზერი და გადაინაწილეთ სახეზე, ლოყისა და საფეთქლის მიდამოში.

თვალის ჩრდილი – შეარჩიეთ ღია ყავისფერი, ღია ნაცრისფერი, მოვარდისფრო და კრემისფერი თვალის ჩრდილები. არ გამოიყენოთ შავი ფერი და ნუ შეივსებთ მთელ ქუთუთოს ჩრდილებით;

ტუჩსაცხი – შეარჩიეთ ღია, ტუჩის ფერთან მიახლოებული ტუჩსაცხი, რადგან ყოველდღიურ მაკიაჟს მკვეთრი ფერები არ უხდება. სადა და შეუმჩნეველი პომადის ფერი ყოველთვის მომგებიანია. არც მკვეთრი ტუჩის კონტური გამოიყენოთ. კონტური ისე გადაისვით ტუჩის გარშემო, რომ მისი ფორმა ბუნებრივად გამოიყურებოდეს. შემდეგ კი წაისვით პომადა ან თხევადი საცხი. თუ ოდნავ ტუჩის მოცულობის მომატება გსურთ, თხევად ტუჩსაცხს პიტნის რამდენიმე წვეთი დაუმატეთ და ისე გადაისვით. პიტნის ზეთი ტუჩებში სისხლის მოჭარბებას იწვევს და მათ მოცულობას მატებს.

‘ტუში – მაკიაჟის ბოლო შტრიხი ტუშის წასმაა. აიპრიხეთ წამწამები ორ-სამჯერ, რომ სასურველ ფერზე შეღებილი წამწამი მთელი დღის განმავლობაში შეგრჩეთ. არ გამოიყენოთ ხელოვნური, დასაკრავი წამწამები ყოველდღიურ, უბრალო მაკიაჟში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი