რჩევები

როგორ უნდა დაამზადოთ ტანის დამატენიანებელი საცხი და მაკიაჟის ფიქსატორი სპრეი სახისთვის

№28

ავტორი: ანი რევია 11:00 22.07, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ზაფხულის ცხელი დღეების პერიოდში როგორც სახეს, ისე ტანის კანს განსაკუთრებული დატენიანება სჭირდება. სახლის პირობებში შეგიძლიათ, თავად მოამზადოთ ისინი და საკმაოდ დიდი თანხაც დაზოგოთ. შეარჩიეთ თქვენი კანის ტიპისთვის მისაღები ინგრედიენტები, გადაურიეთ ერთმანეთს და საცხიც მზადაა. კრემისთვის კი შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი წყლები, ზეთები და ეთერზეთები, რომლებიც უკეთ მოუხდება თქვენს კანს.

წყლის ფაზა – შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარდის, ფორთოხლის ყვავილის წყალი, მცენარეული ინფუზიები, მცენარეული ჩაი. ასევე, შეგიძლიათ, დაამატოთ ალოეს გელი, რომელიც წყლის რაოდენობის 1/3-ია.

ზეთის ფაზა – შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნუშის ზეთი, ყურძნის წიპწების ზეთი, ზეითუნის ზეთი, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ უკანასკნელს მძაფრი სუნი აქვს. კრემის ფორმირებისთვის, ასევე, დაგჭირდებათ თაფლის ცვილი, ქოქოსის კარაქი ან შის კარაქი.

კრემის მომზადების წესი: წყლები – 3/4 ჭიქა (გამოიყენეთ მცენარეული წყლებისა და ალოე ვერას კომბინაცია); ზეთები – 3/4 ჭიქა (გამოიყენეთ შემდეგი კომბინაცია: 15 მილილიტრი თაფლის ცვილი, 1/4 ჭიქა ქოქოსის კარაქი და ზემოთ ხსენებული ზეთები). ეთერზეთები კი – 5 წვეთი, თქვენი სურვილით.

ორთქლის ქვაბში შეათბეთ ზეთები, სანამ გადნება. ზოგიერთი ზეთი, ქოქოსის კარაქისა და თაფლის ცვილის მსგავსად, ოთახის ტემპერატურაზე მყარ ფორმაშია. ანუ ყველა ზეთის გადნობა ერთად მოგიწევთ, რომ ზეთები საბოლოოდ 3/4 ჭიქა გამოვიდეს. ჩაასხით ბლენდერში ზეთები და აცადეთ, რომ ოთახის ტემპერატურამდე შეგრილდეს. ჩართეთ ბლენდერი და ნელ-ნელა დაამატეთ წყალი. გააგრძელეთ დაბლენდერება, სანამ წყალი მთლიანად გაუჯდება. ბოლოს, დაამატეთ ეთერზეთის წვეთები და მოურიეთ, რომ გაუჯდეს.

მომზადებული კრემის მასა გადმოასხით გასტერილებულ ქილებში. მაცივარში კრემის შენახვა ორი კვირიდან ორ თვემდეა შესაძლებელი.

სახის სპრეი კი, რომელიც ზაფხულში მაკიაჟის ფიქსაციაში დაგეხმარებათ, სახლის პირობებში ასე მზადდება:

საჭირო ინგრედიენტები:

👉 ალოე ვერა, წყალი, ბავშვის ტანის გელი

მომზადების წესი:

👉ინგრედიენტები თანაბარი რაოდენობით მოათავსეთ სპრეის თავიანთ ბოთლში და ანჯღრიეთ, სანამ სითხე ერთგვაროვან შეფერილობას არ მიიღებს. მიისხურეთ სახეზე მაკიაჟის გაკეთებამდე

ზაფხულში სახის დამატენიანებელი და ფიქსატორი სპრეი

საჭირო ინგრედიენტები:

👉 თითო ცალი ლიმონი და ფორთოხალი, 1 ჭიქა ცხელი წყალი, 5 წვეთი E ვიტამინი

მომზადების წესი:

👉 ფორთოხალი და ლიმონი გათალეთ ისე, რომ შიგთავსი ოდნავ გაჰყვეს. კანი მოათავსეთ ჯამში და დაასხით ცხელი წყალი. დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღეს გაწურეთ. მიღებულ ხსნარში გახსენით E ვიტამინი. მიღებული სპრეი ჩაასხით ბოთლში და შეისხურეთ დაბანილ სახეზე მაკიაჟის გაკეთებამდე 10 წუთით ადრე და საღამოს – მაკიაჟის მოცილების მერე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი