რჩევები

როგორ უნდა დაამზადოთ არაჟნით სახის უმარტივესი და ეფექტური ნიღბები

№2

ავტორი: ანი რევია 11:00 20.01, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კანის მოვლა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს ყველა ადამიანმა იცის. თუმცა ხშირად ამ წესს არ ვასრულებთ. არადა, კანს სჭირდება მხარდაჭერა, რაც ნიღბების გამოყენებით საკმაოდ ეფექტურად ხორციელდება. გთავაზობთ არაჟნის ნიღბების რეცეპტებს, რომელიც კანზე დამაწყნარებელ და აღმდგენ ეფექტს ახდენს. ასევე, კარგია პიგმენტური ლაქების, გამონაყრის, კანის სიმშრალისა და ნაოჭების წინააღმდეგ. არაჟანი შეიცავს რძემჟავებსა და ცხიმებს და აქვს კვებითი სტრუქტურა.

ასე რომ, რთულია, სახლში იპოვოთ უფრო უნივერსალური და გამოსადეგი ინგრედიენტი კანის მოვლის დასაწყებად, ვიდრე არაჟანია. ის კარგად კვებავს კანს და ებრძვის ასაკობრივ ნიშნებს. გარდა ამისა, კარგად ,,მეგობრობს” სხვა პროდუქტებთან და აძლიერებს მათ სასარგებლო ეფექტს.

✔️ არაჟნის ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ – დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და ნახევარი ლიმონი. ლიმონის წვენი, ისევე როგორც რძის მჟავა, კანს კარგად ათეთრებს. ამ მჟავების აგრესიულობას აწონასწორებს არაჟნის ცხიმიანობა და ეს ეფექტი წარმატებით ებრძვის პიგმენტურ ლაქებს, ისე, რომ კანს არ აშრობს. აურიეთ ერთმანეთში არაჟანი და ლიმონის წვენი და დაიდეთ სახეზე 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. კარგია, თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ.

✔️არაჟნის მკვებავი ნიღაბი – დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი თხევადი თაფლი. არაჟანი შეიცავს E, B, C, PP ჯგუფის ვიტამინებსა და ორგანულ მჟავებს, ასევე, ბიოტინს. თაფლში შემავალ ბუნებრივ მინერალურ მარილებთან ერთობლიობაში არაჟანი საუკეთესო საშუალებაა მოშვებული კანის წინააღმდეგ. გადაურიეთ ეს 2 ინგრედიენტი ერთმანეთში, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. პროცედურა ჩაიტარეთ, კვირაში 2-ჯერ.

✔️ არაჟნის დამატენიანებელი ნიღაბი – დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1,5 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული შვრიის ფანტელი, ნახევარი კიტრი. არაჟანი ღრმად აღწევს კანში და ქმნის დამცავ ფენას. რძემჟავა პროდუქტი შვრიასთან კომბინაციაში კი ეფექტურად ებრძვის კანის სიმშრალეს. კიტრი გახეხეთ, დაამატეთ არაჟანი და შვრია, კარგად გადაურიეთ და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ, ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი საცხი, რომელიც თქვენი სახის კანის ტიპისთვისაა განკუთვნილი. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ, ძილის წინ.

თუ ცხიმიანი ტიპის კანი გაქვთ, შეგიძლიათ, არაჟანი უფრო მსუბუქი და ნაკლებად ცხიმიანი იოგურტით შეცვალოთ, თუმცა, ამ დროს ნიღაბს უნდა დაამატოთ სხვადასხვა მკვებავი კომპონენტიც, მაგალითად, კვერცხის გული, სტაფილო და ალოე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი