რჩევები

ფორმაში სწრაფად ჩასადგომად ცილოვანი დიეტა დაგეხმარებათ

№53

ავტორი: ანი რევია 10:00 05.01, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

სწრაფი და ეფექტური ცილოვანი დიეტა თბილისელებისგან“👇

ამ ერთკვირიანი დიეტის მთავარი დადებითი თვისება სწრაფი გახდომაა. ცილოვანი პროდუქტი ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში მოამარაგებს საჭირო ენერგიით. ცილოვანი დიეტა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო დიეტად მიიჩნევა. მთავარია, დაიცვათ 2 ძირითადი წესი: მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე – მინიმუმ 2 ლიტრი და მიღებული კალორიები 24 საათში 1 200-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

ორშაბათი 🍽

საუზმე: 150 გრამი უცხიმო ხაჭო, ჩაი ან ყავა – უშაქროდ.
ხემსი: 1 ცალი ვაშლი.
სადილი: 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 200 გრამი წიწიბურა, 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 100 გრამი კეფირი.
ვახშამი: 200 გრამი ორაგული, ბოსტნეულის სალათა.

სამშაბათი 🍽

საუზმე: 150 გრამი მაწონი, ჩაი ან ყავა.
ხემსი: 1 ფორთოხალი.
სადილი: 150 გრამი ხბოს მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის სალათა.
სამხარი: 1 ჭიქა კეფირი ან აირანი.
ვახშამი: 200 გრამი ქაშაყი, 200 გრამი მოხარშული ბრინჯი.

ოთხშაბათი 🍽

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი დიეტური ძეხვი „საექიმო“, ყავა ან ჩაი.
ხემსი: 1 ცალი ვაშლი ან ფორთოხალი.
სადილი: კრაბის სალათა ბრინჯით.
სამხარი: 150 გრამი ხაჭო.
ვახშამი: 2 ნაჭერი ყველი, შავი პური, 150 გრამი კომბოსტოს სალათა.

ხუთშაბათი 🍽

საუზმე: 1 ჭიქა კეფირი, 2 ცალი შვრიის ორცხობილა.
ხემსი: 1 ცალი გრეიპფრუტი.
სადილი: 200 გრამი საქონლის სოსისი, 200 გრამი წიწიბურა.
სამხარი: 1 ჭიქა აირანი.
ვახშამი: 150 გრამი ბოსტნეული, 200 გრამი თევზი.

პარასკევი 🍽

საუზმე: 150 გრამი ხაჭო, ყავა ან ჩაი.
ხემსი: 1 ცალი ვაშლი.
სადილი: 200 გრამი მოხარშული თევზი, 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 100 გრამი უშაქრო იოგურტი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ხბოს ხორცი, 150 გრამი ბოსტნეულის სალათა.

შაბათი 🍽

საუზმე: 2 კვერცხის ომლეტი, ჩაი ან ყავა.
ხემსი: ნებისმიერი ციტრუსი.
სადილი: 200 გრამი მწვანე ლობიო (შეიძლება დაკოსნერვებულიც), 150 გრამი ცოცხალი ბოსტნეული.
სამხარი: 1 ჭიქა კეფირი.
ვახშამი: 150 გრამი თევზი, 100 გრამი ბოსტნეულის სალათა.

კვირა 🍽

საუზმე: 150 გრამი ხაჭო, ჩაი ან ყავა.
ხემსი: 1 ვაშლი
სადილი: ბოსტნეულის სუპი, 100 გრამი მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 1 ცალი ხაჭო – „სიროკი“.
ვახშამი: 200 გრამი პიურე, მოხარშული ქაშაყი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი