რჩევები

ორგანიზმის გამწმენდი, იმუნიტეტის ასამაღლებელი და წონაში დასაკლები ყურძნის სამდღიანი დიეტა

№41

ავტორი: ანი რევია 11:00 18.10, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ყურძენი მდიდარია გლუკოზით, შეიცავს ორგანულ მჟავებს, რკინას, ალუმინს, B, C, A ვიტამინებს, ფერმენტებსა და ფიტონციდებს. ის, ასევე, მდიდარია ბიოტინებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. ასევე, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს მადას, აწესრიგებს ძილს, იმუნურ სისტემას ამყარებს და აჯანსაღებს ორგანიზმს.

ამ დიეტით სამი დღის განმავლობაში შეგიძლიათ დაიკლოთ 2 კილოგრამზე მეტი. ამასთან ერთად, აივსოთ ენერგიით და ორგანიზმს შლაკებისგან გაწმენდთ. პირველ დღეს უნდა მიირთვათ ნახევარი კილოგრამი ყურძენი, მეორე დღეს – 1.5 კილოგრამი, მესამე დღეს კი – 2 კილოგრამი. ყურძენი გაყავით 5-6 თანაბარ ნაწილად და მიირთვით დღის განმავლობაში. დიეტისთვის შეარჩიეთ წიპწიანი, თხელკანიანი ყურძენი, რადგან ის შეიცავს პოლიფენოლს, რომელიც კანის დაბერების პროცესს უშლის ხელს.

გაითვალისწინეთ! ყურძნის დიეტისგან თავი შეიკავეთ, თუ გაქვთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები, ჰიპერტონია, დიაბეტი ან კუჭის წყლული.

ამ დიეტის დაცვა სასურველია თქვენთვის მნიშვნელოვანი საღამოს ან დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან შედეგი მყისიერია და ადვილად დაიკლებთ:

ყურძენი ბევრ სითხეს შეიცავს, ამიტომ დიეტის მეორე და მესამე დღეს ერთ ლიტრამდე სითხის მიღება შეამცირეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი