რჩევები

მოამზადეთ საკუთარი ხელით სახის კანის დასაჭიმი, ბოტოქსის ეფექტის მარტივი ნიღბები

№3

ავტორი: ანი რევია 11:00 26.01, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახის კანის დასაჭიმი, ყველაზე ეფექტური ნიღაბი შეგიძლიათ სახლის პირობებშიც მარტივად მოამზადოთ. მისი ეფექტი ბოტოქსისას არ ჩამოუვარდება და სახის კანის მოსავლელად ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა. ნიღაბი ასწორებს ნაოჭებს და აუმჯობესებს კანის ტონუსს.

ჟელატინი შეიცავს დიდი რაოდენობით კოლაგენს ანუ ნივთიერებას, რომელიც კანის სიმკვრივეს უზრუნველყოფს. ადვილად აღწევს კანში, რის შედეგადაც კანის ცხიმოვანი ჯირკვლები დაბალანსებულად იწყებს მუშაობას. ეს კი ხელს უშლის ანთებითი პროცესებისა და ფერისმჭამელების წარმოქმნას, ღრმად იწმინდება კანის ფორები, იჭიმება ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი და იკვეთება კანის კონტური.

ნიღაბი კი ასე უნდა მოამზადოთ: წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი ჟელატინი, დაამატეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი და თანდათანობით ჩაამატეთ 1 ცალი გათქვეფილი კვერცხის ცილა. სახე 5 წუთით მიუშვირეთ მდუღარე წყლის ორთქლს ისე, რომ არ დაგეწვათ და ნიღაბი დაორთქლილ სახეზე დაიდეთ. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. ასეთი ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ. უკეთესი ეფექტის მისაღებად კი, შეგიძლიათ, ნიღაბი ყოველ საღამოს, 5 დღის განმავლობაში დაიდოთ.

ნაოჭებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდია სახამებლის, კეფირისა და კვერცხის ცილის ნიღაბიც. მას ერთდროულად აქვს მკვებავი, დამატენიანებელი და გამწმენდი ეფექტები. ზოგადად, კვერცხის ცილა შესანიშნავი საშუალებაა სახის კანიდან ნაოჭებისა და შავი წერტილების მოსაშორებლად, ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმის გაქრობას და თვალის გარშემო შავი წრეების მოშორებას. სახამებელი იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ის ათეთრებს, არბილებს და კვებავს კანს. ხოლო, კეფირის ბაქტერიები სახის კანის ისეთ პრობლემებს უმკლავდება, როგორიცაა სიწითლე, შავი წერტილები და ანთება.

ნიღაბი კი ასე უნდა მოამზადოთ: 1 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ 1 სადილის კოვზი კარტოფილის სახამებელი. კარგად აურიეთ და დაამატეთ 1 სადილის კოვზი კეფირი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ კი, გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღაბს აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისება, თან, პირველივე მოხმარებისას შენიშნავთ, რომ სახის კანი მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდათ.

სახის კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე, ძალიან კარგია ავოკადოს, კაკაოს ფხვნილის, თაფლისა და დარიჩინის ნიღაბი. თაფლი შეიცავს ნატურალურ ზეთს, რაც კანს ელასტიკურობას სძენს. კაკაოში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს კოლაგენის ბოჭკოებს. ავოკადო დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ხოლო დარიჩინი კი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, უნიკალურ ეთერზეთებს, რაც ეფექტური, ბუნებრივი ტონიკია.

ნიღაბი ასე უნდა მოამზადოთ: დააბლენდერეთ 1 ცალი ავოკადო, შეურიეთ 3 სადილის კოვზი კაკაო, 2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. მიღებული მასა წაისვით სახეზე. 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი