რჩევები

მაკიაჟის არასწორად მოშორება სახის კანისთვის საშიშია

№17

ავტორი: ანი რევია 11:00 06.05, 2021 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თანამედროვე ქალი წარმოუდგენელია მაკიაჟის გარეშე, თუმცა, როგორი ხარისხიანიც უნდა იყოს ის, სახის კანისთვის ძლიერი დატვირთვაა, რადგან ფორებს აბინძურებს, რაც აკნეს, აქერცვლას, ნაოჭებს, ღია ფორების წარმოქმნასა და სხვა პრობლემებს იწვევს. ამიტომ, მაკიაჟი სწორად უნდა მოიშოროთ.

👉თუ მაკიაჟის მოცილების ან სახის უბრალოდ გაწმენდის დროს უხეშად ეხებით კანს, ამ გზით თქვენ დაიზიანებთ კანსაც და წამწამებსაც. თუ მკვეთრ მაკიაჟს ატარებთ, გამოიყენეთ სპეციალური გამწმენდი საშუალება. წყალგაუმტარი ტუში მოიშორეთ დასველებული ბამბით და ორივე თვალზე სხვადასხვა ბამბა გამოიყენეთ. სახის და თვალის გარშემო კანი უმჯობესია, 3-4 ჯერ გაიწმინდოთ ნაზად, ვიდრე ერთხელ და უხეში შეხებით ზიანი მიაყენოთ მას;

👉პროდუქტი, რომელსაც აწერია „მაკიაჟის მოცილება და კანის დატენიანება, მაკიაჟის მოცილებისთვის და ფორების გასაწმენდად“, სულაც არ არის სასარგებლო. ნებისმიერი 2-1-ში პროდუქტი, უფრო ცუდად მუშაობს, ვიდრე ორი ცალ-ცალკე დანიშნულების. ასე რომ, თუ ნამდვილად გსურთ კანის მოვლა, გახსოვდეთ, რომ მაკიაჟის მოსაშორებელი ერთია, გამწმენდი კი – სხვა;

👉მაკიაჟის მოცილებისა და სახის დაბანის შემდეგ კანის ზედა ფენა მშრალი და დაუცველი ხდება. მატონიზირებელი აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, ხსნის გამწმენდი საშუალების ნარჩენებს, რომლითაც სახე დაიბანეთ და შედეგად, ფორები უფრო სუფთავდება, ვიწროვდება და კრემიც უკეთესად იმუშავებს;

👉თუ კვირაში 2-3-ჯერ იყენებთ პილინგებს და სკრაბებს, თქვენ ეპიდერმისის ახალგაზრდა უჯრედებს აზიანებთ და გაახალგაზრდავების ეფექტის ნაცვლად, საპირისპირო შედეგს მიიღებთ;

👉სანამ სახის მოვლის საშუალების ყიდვასა და გამოყენებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ პროდუქტი არ შეიცავს ალკოჰოლს, პარაბენს, სულფატებს. თუ ჩამონათვალიდან რომელიმე ამ სიაშია, უბრალოდ, უარი თქვით მათ გამოყენებაზე.

მაკიაჟის სწორად მოცილებისთვის რამდენიმე ხერხს გთავაზობთ, რომლებიც
არც კანს დაგიზიანებთ და პირიქით, მასზე დადებით ზეგავლენას მოახდენს:

✅მაკიაჟის მოსაცილებლად, ძირითადად, სპეციალურ ბამბის ფირფიტებს იყენებენ. თუმცა, ამან შესაძლოა, კანის გამოშრობა გამოიწვიოს. ბავშვებისთვის განკუთვნილი სველი ხელსახოცები კი, კანის ჰიდრატაციას უწყობს ხელს, ნაზია და კანზეც დადებითად აისახება;

✅წყალგამძლე მაკიაჟის მიცერალური ხსნარით, რძით ან გამწმენდით მოშორება არ არის ბოლომდე ეფექტური, რადგან მაკიაჟის ნარჩენები შესაძლოა, ფორებში მაინც ჩარჩეს. ამის თავიდან ასაცილებლად კი ქოქოსის ზეთი უნდა გამოიყენოთ. ის ფორებს ღრმად წმენდს და კანს ატენიანებს;

✅რძეში გახსენით რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი, კარგად აურიეთ და თქვენ მიიღებთ ბუნებრივ, უსაფრთხო და სასარგებლო საშუალებას მაკიაჟის მოსაცილებლად;

✅კიტრი სახის კანის გაჯანსაღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. დააბლენდერეთ კიტრი, დაამატეთ ქოქოსის ზეთი, ბამბის ფირფიტაზე დაიტანეთ და ამ საშუალებით არა მარტო მაკიაჟს მოიცილებთ, არამედ აკნეზეც იმკურნალებთ;

✅საკმაოდ ეფექტურად მოიცილებთ მაკიაჟს საკვები სოდისა და თაფლის ნარევით და თან, სახის კანსაც გაიწმენდთ.

✅თუ მაკიაჟის მოსაცილებლად დრო არ გაქვთ, მაშინ მიცერალური ხსნარი ამ პრობლემას მოგიგვარებთ – მიცერალური წყალი მიცელებისგან შედგება, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და კანს ღრმად გაგიწმენდთ.

კარგი იქნება, სანამ მაკიაჟის მოსაცილებელ საშუალებას შეიძენთ, მანამდე თქვენი კანის ტიპი დაადგინოთ და პროდუქტი ამის მიხედვით შეარჩიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი