რჩევები

ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილების მარტივი საიდუმლო

№20

ავტორი: ანი რევია 11:00 26.05, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

მოვლილი ფრჩხილი, მხოლოდ ფერად-ფერადი ლაქის წასმას არ გულისხმობს, საჭიროა სწორი მოვლა, რაც მათ სილამაზესა და სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

ლაქის ნარჩენები ისეთი სითხით მოიშორეთ, რომელიც არ შეიცავს აცეტონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრჩხილი გამოშრება. წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები, რათა ფრჩხილის გარშემო კანი გაათავისუფლოთ მკვდარი, გაუხეშებული უჯრედებისგან. ფრჩხილის გასასუფთავებლად, არასოდეს იხმაროთ ლითონის იარაღი. კვირაში ერთხელ, აბაზანის მიღების შემდეგ, ხის ჩხირით ნაზად გაწიეთ ნუნები უკან. შემდეგ კი დაიმასაჟეთ ხელის კრემით ან ნუნების ლოსიონით. გახსოვდეთ, რომ ფრჩხილის მოვლის იარაღების დეზინფექცია სახლის პირობებშიც აუცილებელია. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ ისინი საპნითა და წყლით.

ლაქის წასმამდე გამოიყენეთ გამჭვირვალე, დამცავი ბაზა, რომელიც იცავს ფრჩხილს ლაქისგან და იმავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრს ხდის. ფრჩხილის ლაქის შეძენისას კი აუცილებლად დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს, ისინი უკარგავენ ფრჩხილს ბზინვარებას, იწვევენ დაყოფას და მტვრევას. არ არის სასურველი, ლაქი მუდმივად გესვათ, რადგან ეს უარყოფითად მოქმედებს, აშრობს, ფერს უცვლის და ასუსტებს ფრჩხილებს.

დღეს შილაკის გელით ფრჩხილის დაფერვა, ძალიან მოდურია და იმავდროულად, კომფორტულიც, რადგან ორი კვირის განმავლობაში ფრჩხილი მოვლილია და ლამაზად გამოიყურება. თუმცა, შილაკის გელისა და ზოგადად, ლაქის ხშირი გამოყენება, საკმაოდ აზიანებს ფრჩხილებს – ფრჩხილი ყვითლდება, მასზე ჩნდება შავი ზოლები, ადვილად მტვრევადი და სუსტი ხდება.

თუ გსურთ ლაქიცა და გელიც ხშირად გამოიყენოთ და თან მოვლილი და ლამაზი ფრჩხილებიც გქონდეთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი სასარგებლო და მარტივი რჩევები:

👉საკვები სოდა ათეთრებს და აძლიერებს ფრჩხილებს – ჩაასხით ჯამში თბილი წყალი, ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი სოდა და ჩაალბეთ ხელები. ეს აბაზანა, ხელის კანსაც უხდება – მას ნაზსა და გლუვს ხდის;

👉 იოდი გაყოფილი და მტვრევადი ფრჩხილების გამაგრებაში დაგეხმარებათ – ეცადეთ, თვეში ერთხელ მაინც დაასვენოთ ფრჩხილები. ნუ წაისვამთ ლაქს, ამის მაგივრად კი ღამით იოდის თხელი ფენა გადაისვით. გაიმეორეთ თვეში ორჯერ და ფრჩხილებს სიმაგრესა და სიჯანსაღეს შეუნარჩუნებთ;

👉მარილის, სოდისა და იოდის აბაზანა ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილებისთვის – შეათბეთ წყალი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი სოდა, 1 სადილის კოვზი მარილი და 5 წვეთი იოდი. ჩაალბეთ ხელები 15 წუთის განმავლობაში. ფრჩხილების შეფერილობა შეიცვლება – გათეთრდება, გაქრება არა მარტო სიყვითლე, არამედ ლაქები და შავი ზოლებიც. ამ აბაზანის დახმარებით, მუდმივად შეინარჩუნებთ ჯანსაღ და ლამაზ ფრჩხილებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი