რჩევები

კიტრის სამდღიანი, წონაში დასაკლები და ორგანიზმის გამწმენდი დიეტა

№19

ავტორი: ანი რევია 10:00 16.05, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

კიტრი სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან წმენდს მას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

რასაკვირველია, ეს დიეტა, მხოლოდ კიტრის მირთმევას არ გულისხმობს, საჭიროა, რაციონში დაამატოთ გარკვეული პროდუქტები და დღეში 2-3 ლიტრი წყალი დალიოთ.

ეს დიეტა 3 დღეზეა გათვლილი და დღეში, მინიმუმ, 1 კილოგრამს იკლებთ. თუმცა, თქვენს მონდომებასა და სურვილზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს დაიცავთ მას.

დღის რაციონი:

საუზმე – 2 მოხარშული კვერცხი, 2 ცალი კიტრი.

წახემსება – 5 ცალი ქლიავი, 1 ცალი ვაშლი ან 1 ცალი ატამი.

სადილი – 1 ნაჭერი ხორბლის პური, კიტრის სალათა: 400 გრამი კიტრი, 200 მილილიტრი კეფირი, მარილი და ხახვი – გემოვნებით.

სამხარი – 1 ცალი კიტრი, 1 ცალი ვაშლი და ისპანახის ფურცლები დააბლენდერეთ და მიირთვით.

ვახშამი – 300 გრამი ნებისმიერი ხილი, ბანანისა და ყურძნის გარდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი