რჩევები

კიტრის დიეტა ორგანიზმს ასუფთავებს და წონაში კლებას უწყობს ხელს

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 19.09, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

გასახდომად კიტრი ყველაზე ეფექტური ბოსტნეულია. მის შემადგენლობაში 95 პროცენტი სითხეა, დაბალკალორიულია, შეიცავს ორგანულ მჟავასა და ვიტამინებს. კიტრის დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას, უზრუნველყოფს იოდის დღიურ ნორმას, ამცირებს თირკმელებში კენჭის გაჩენის რისკს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს. ამოარჩიეთ ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი და მოიწყვეთ განტვირთვის დღე კვირაში ერთხელ. განტვირთვის დღეები არა მარტო გახდომას უწყობს ხელს, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებასაც.

👉ეს ვარიანტი განტვირთვის დღისთვის არა მარტო კიტრს, არამედ ვაშლსაც მოიცავს. დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1 კილოგრამი ვაშლი და 1 კილოგრამი კიტრი, კანის გარეშე. ამ პროდუქტებით მოამზადეთ სალათა და შეკმაზეთ ნატურალური იოგურტით. გაყავით 5-6 ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში;

👉 საკმაოდ ეფექტურია და შედეგიანი კეფირისა და კიტრის განტვირთვის დღე. 1 ლიტრი კეფირი და 1 კილოგრამი კიტრი 5 ულუფად დაყავით. კიტრის მიღებამდე კეფირი უნდა მიირთვათ. დღის განმავლობაში დალიეთ 1.5 ლიტრი წყალი;

👉 1.5 კილოგრამ კიტრს დაუმატეთ ნახევარი კილოგრამი ხაჭო. ეს თქვენი დღიური ნორმაა, რომელიც 5 ულუფად უნდა დაყოთ. შეგიძლიათ, ხაჭოს ოხრახუში და ნიახური გაურიოთ. დალიეთ 1.5 ლიტრი წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი