რჩევები

კითხვა-პასუხიკითხვა-პასუხი

№23

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 17.06, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მზიან ამინდში მოკლე ქვედაკაბას ვერ ვიცვამ, რადგან ფეხის ზედა ნაწილზე საშინელი სტრიები გამიჩნდა. სახლის პირობებში თუ შევძლებ მის მოცილებას?

პასუხი: 3 აბი ასპირინი კარგად დაფხვენით და დაუმატეთ ძალიან მცირე რაოდენობის წყალი, ისე რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. ნარევს დაუმატეთ წყლის აბაზანაზე შემთბარი 2 სადილის კოვზი, ზეითუნის ზეთი და კარგად გადაურიეთ. საღამოს, ძილის წინ, კარგად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები ამ საშუალებით და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით. გაიმეორეთ პროცედურა დღეგამოშვებით. სტრიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ასევე, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში. თუ ამ პროცედურას რეგულარულად შეასრულებთ, ამ პრობლემას დაამარცხებთ.

კითხვა: საშინლად გამიფუჭდა თმის სტრუქტურა. თმა მცვივა და მითხრეს, რომ კარგია ჟელატინის ნიღბები. იქნებ მასწავლოთ, როგორ გავიჯანსაღო თმის სტრუქტურა?

პასუხი: ჟელატინი ცილების მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტია და დადებითად მოქმედებს თმის ჯანმრთელობასა და მის სტრუქტურაზე. თმის ნიღაბი, რომლის მთავარ ინგრედიენტს, სწორედ, ჟელატინი წარმოადგენს, ნამდვილად საუკეთესოა თმის ცვენის პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად და თმის გასასქელებლად – 1 სადილის კოვზ ჟელატინს დაუმატეთ 3 სადილის კოვზი ცხელი წყალი, კარგად ურიეთ მკვრივი მასების გაქრობამდე და დააყოვნეთ რამდენიმე წუთი, რათა ჟელატინი სათანადოდ გაფუვდეს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შამპუნი და 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. მიღებული ნარევი კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ორჯერ. სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი