რჩევები

კითხვა-პასუხი

№6

ავტორი: ანი რევია 10:00 20.02, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ქუჩაში ქუდი მახურავს და სამსახურში რომ მივალ და ვიხსნი, თმა ისეთი დამუხტულია, ვერ ვალაგებ. არადა თხელი თმა მაქვს. როგორ მოვიშორო თმის დამუხტვა? 

პასუხი: დიახ, როცა ცივ პერიოდში ქუდს ატარებთ, თმა იმუხტება და იმისთვის, რომ ელექტრიზაცია თავიდან აირიდოთ, თმა სწორად უნდა გაიშროთ. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი მასალა ელექტრომუხტს აგროვებს, თმასთან კონტაქტისას კი, მაგალითად, დავარცხნისას მუხტი გარეთ აღწევს. თხელი თმა უფრო მეტად იმუხტება. არ გამოიყენოთ თმის დასასწორებელი ან ზედმეტად ცხელი საშრობი საშუალებები – ისინი ელექტრიზაციას უწყობენ ხელს. უმჯობესია, აცადოთ თმას დამოუკიდებლად გაშრეს. თუ, მაინც გინდათ თმის საშრობი გამოიყენოთ, მაშინ უმჯობესია, ეს მინიმალური ცხელი ჰაერითა და საშუალო ტემპერატურით გააკეთოთ. გაშრობის შემდეგ კი თმა ზეთით დაიმუშავეთ – დაიტანეთ ერთი წვეთი ხელისგულზე, კარგად გაათბეთ ხელით და თმაზე ჩამოიტარეთ.
კითხვა: მაქვს მშრალი კანი. რამდენად აუცილებელია სახის გაწმენდა დილა-საღამოს? მაკიაჟის მოსაშორებლად მიცერალურ ხსნარს ვხმარობ, თუმცა მისი ეფექტი არ მომწონს.
პასუხი: სახის კანის წმენდა დილა-საღამოს ნამდვილად აუცილებელია. მაკიაჟის მოსაშორებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ მიცელარული წყალი ან გელი, მშრალი კანისთვის, რომლიც შეიცავს ალოეს, ასევე, B3, C და E ვიტამინს. დაიბანეთ მხოლოდ მაკიაჟს მოშორების შემდეგ. დასაბანი ქაფი კი თქვენი კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი