რჩევები

კითხვა-პასუხი

№3

ავტორი: ანი რევია 11:00 27.01, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: სიცივეში სახე მიწითლდება და ვხმარობ ტონალურ საცხს. თუმცა, ამ ბოლო დროს რომელიც შევიძინე, სახის კანზე ცუდად ნაწილდება. თვალის მაკიაჟს კი დილით რომ ვიკეთებ, შუადღემდე არ მიმყვება, ალაგ-ალაგ რჩება და ძალიან ცუდად ჩანს. ამ პრობლემის მოგვარება როგორ შევძლო?

პასუხი: ამისთვის კარგია ბაზისის გამოყენება. ის გვეხმარება გლუვი ზედაპირის შექმნაში, რაც აადვილებს ტონალურის სწორად და ეკონომიურად გადანაწილებას. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი აქრობს სიწითლეს სახეზე, გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი კი, უბრალოდ, ძალიან ადვილად ანაწილებს ტონალურს. ასევე, არსებობს თვალის ბაზისი, რომელიც გამოიყენება ჩრდილების გამოსაკვეთად და მათი მთელი დღით შესანარჩუნებლად. დაიტანეთ ბაზისი მთელ სახეზე დამატენიანებლის შემდეგ, ტონალური კრემის გადასმამდე 1-2 წუთით ადრე.

კითხვა: რუჯი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვიყენებ, საკმაოდ დიდი მოცულობისაა. ახლახან მის ყუთზე წავიკითხე, რომ ვადა გაუვიდა. ხომ არ არის პრობლემა მისი გამოყენება?

პასუხი: მაკიაჟის პროდუქტები დიდხანს არ ძლებს, ვადა ყველას გასდის. თუ რომელიმე პროდუქტი იმაზე დიდი ხანი გაქვთ, ვიდრე მისი გამოყენების ვადაზეა მითითებული, სასწრაფოდ მოისროლეთ სანაგვე ყუთში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი